ნიკოლოზ ბარათაშვილის ფიზიკური მონაცემები
როგორც ცნობილია,გენიალური ქართველი რომანტიკოსი პოეტის – ნიკოლოზ ბარათაშვილის (1817-1845 წლები) პორტრეტს სამწუხაროდ ჩვენამდე არ მოუღწევია.ერთადერთი მისი დაგეროტიპი (ადრეული პერიოდის ფოტოგრაფიული პროცესი,რომელიც ეფუძნებოდა ვერცხლის იოდიდის შუქმგრძნობიარობას),რომელიც პოეტის დას – ნინო ბარათაშვილს ჰქონდა შემორჩენილი,თბილისში,გოლოვინის (თანამედროვე რუსთაველის) პროსპექტზე განთავსებულ სახლებში გაჩენილ საშინელ ხანძარს ემსხვერპლა. (ავტორი გენია.ჯი)
თუმცა-კი გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა,კრიტიკოსმა და პუბლიცისტმა – იონა მეუნარგიამ გადმოცემით,მაგრამ მაინც შემოგვინახა “მერანის” ავტორის ფიზიკური დახასიათება,რომელსაც აქვე გაგაცნობთ:
“ბარათაშვილი იყო მოთეთრო სახის,პირხმელი,შავი ცოცხალი თვალებით,წაბლისფერი თმით,საშუალო ტანის და სისქის,მისი ხშირი წარბები ერთმანეთთან გადაღობილი და თვალები ოდნავ დახრილი ცხვირისკენ,ამხილებდნენ მასში ოდესმე ჩინეთიდან გადმოსახლებულ წინაპართ ჩამომავალს.წვერ-ულვაშს არ ატარებდა,რის გამოც მისი სახე,შორიდან ლაზათიანი,ახლოდან კი ცოტა უსიამო სახილველი იყო თურმე.
ზემოთ ნათქვამს თუ ისიც დავუმატეთ,რომ ბარათაშვილი კოჭლი იყო (ცეკვის შესანიშნავი ნიჭით დაჯილდოებულს მესამე კლასში ორივე ფეხი მოეტეხა,რის გამოც მთელი სიცოცხლე კოჭლი დარჩა),თქვენ სრულიად დარწმუნდებით,რომ პოეტს არ გააჩნდა ძველ ბერძნული მითოლოგიის სინათლისა და ხელოვნების ღმერთის – აპოლონის მშვენიერება”. – (ავტორი გენია.ჯი)
იონა მეუნარგია