“დამაკვირდი”
1. “იმ ჩვენს ქველ დედა-კაცებს ჯერ ყმაწვილობაში საღმრთო წერილს ასწავლიდნენ,კერვა-ხელსაქმეს და მასუკან საერო წიგნებს ანუ ხელწერილებს აკითხინებდნენ; ამასთან კარგს ზნეობას,კარგს თვისებას ასწავლიდნენ; შემდეგ ქცევას,მიმოხვრას,თავის უმანკოების სიწრფელის სიმართლითა,თან ცდილობდნენ ყოველი წმინდა და პატიოსანი ხასიათი ჩაეწვეთათ,თავის მოთმინებით,იმათ ბუნებაში; და ბოლოს,როდესაც დრო მოვიდოდა,გაათხოვებდნენ – და ეს ხასიათები ქალს განძად და საუნჯედ გაჰყვებოდა თავის ქმრისა და იმის სახლის გასაბედნიერებლად”. – ალექსანდრე ორბელიანი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. “ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა: “ათი წლის ოპოზიციას ერთი წლის უფლება სჯობსო”.
* * *
3. “საქართველოს ღვაწლი ჯერ ისტორიას ვერ აუწონია”. – გრიგოლ ორბელიანი
* * *
4. “უცოლო კაცისათვის ქორწინება არასოდეს ჰკარგავს თავის მაცდურ მშვენიერებას.თუნდ გადასული იყოს,თუნდ არა ეს ქორწინების დრო,მისთვის ფიანდაზად აღთქმული ქვეყანაა,საცა კაცი ბედნიერებაზე დგამს ფეხს”. – იონა მეუნარგია
* * *
5. “ამ წუთისოფელში ყოველ კაცს ემძიმება ვალის გადახდა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. “ორ გვარად შეიძლება ველური ცხენის დაურვება: მათრახ-დეზით და მოფერებით.მაგრამ ღმერთმა იცის,რომელი საშუალებაა უკეთესი!”
* * *
7. “მხოლოდ კეთილის და ღვთივსათნო საქმეებით მოიპოვებს ადამიანი ცხონებას; დანარჩენი ყოველივე მტვერი და ამაოებაა!”
* * *
8. “ბავშვის გონება თეთრი,დაუწერელი ქაღალდი არის.რასაც დასწერს ადამიანი იმ თეთრ ქაღალდზე,კაცის გონებაც ის იქნება საბოლოოდ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
9. “ნეტარ იყვნენ ძუძუნი,რომელთა სწოვდიან სახელოვანნი შვილნი!”
* * *
10. “ლაჩარი – ასჯერ კვდება,მამაცი – ერთხელ”. – ანჯეი საპკოვსკი