დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
1885 წლის 22 მაისს პნევმონიის შედეგად 84 წლის ასაკში გარდაცვლილ გენიალურ ფრანგ მწერალს,დრამატურგსა და ფრანგული რომანტიზმის თეორიტიკოსს – ვიქტორ-მარი ჰიუგოს უკანასკნელ გზაზე მილიონამდე თანამემამულე აცილებდა.წინა ღამით კი,საშინელ წვიმაში – 40 000-მდე ადამიანმა გაუთია ღამე ტრიუმფალური თაღის ქვეშ დასვენებულ საყვარელ ლიტერატორს.“პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის” ავტორის ანდერძის თანახმად,მისი კუბო უბრალოებით გამოირჩეოდა,რაც სხვათა შორის,ერთადერთი რამ იყო,რასაც საფრანგეთის ხელისუფლება დათანხმდა (ჰიუგოს არ სურდა პომპეზური ცერემონიით დაკრძალულიყო,რაც მთავრობამ არ გაითვალისწინა).ცნობილია,რომ მისი ცხედარი სასაფლაომდე კატაფალკის მსგავს კარეტაში გაბმული ორი ცხენის (ქვემოთ განთავსებული სურათი) საშუალებით მიასვენეს.დაასახელეთ,რა ერქვა იმ ორ ცხენს,რომლებმაც ჰიუგოს კუბო უკანასკნელ განსასვენებლამდე მიიტანა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * *
პასუხი: ფანფარი და ფლორელა. – (ავტორი გენია.ჯი)