გრიგოლ რობაქიძის რომანიდან – “ფალესტრა”
“რატომ ჰკლავდენ ტყვე ვაჟებს ამორძალები,თუ ასე ეტანებოდნენ მათ?.. ჩემი ახსნა ასეთია… სქესი ყველაფერშია… სიტყვაშიაც კი… სქესში წარმოშობაა და გაქრობა… მამა შობს შვილს და კვდება… შვილი მამად იქცევა: თავის მხრით შობს შვილს და კვდება… ამ შვილსაც იგივე ხვედრი მოელის – და ასე: დაუსრულებელ… ამ დენაში რჩება გვარი,პიროვნება კი კვდება… პიროვანი მარცხდება და იმარჯვებს უპიროვნო… ასეა ყველგან… მაგრამ არის ერთი გამონაკლისი: ეს ადამიანია,სიყვარულით ჭირვეული… სიყვარული პიროვნების გზნებაა… სიყვარულში ადამიანს აღარ უნდა სქესით გაგრძელება… მას უნდა სრულიქმნას სიყვარულთან ერთად”… (ავტორი გენია.ჯი)