იცით თუ არა, რომ?!
1. გენიალური ფრანგი კომპოზიტორი – ჟორჟ ბიზე სანამ ჟენევიევზე იქორწინებდა, მანამ მასზე 12 წლით უფროს ქალზე, ოპერის მომღერალ – ლედი ლიონელ დე შატობრიანზე იყო შეყვარებული. მიუხედავად იმისა, რომ ლიონელს ბიზე ძალიან სძულდა, იგი მაინც ხშირად სარგებლობდა ფრანგი კომპოზიტორის მიამიტი ბუნებით. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. გენიალური ქართველი რომანტიკოსი პოეტის – ნიკოლოზ ბარათაშვილის მამას – მელიტონ ბარათაშვილს ერთი საშინელი თვისება ჰქონია: იგი მეტის-მეტად ანჩხლი და მყვირალა პიროვნება ყოფილა. ივანე კერესელიძე იგონებდა, რომ, როდესაც მელიტონი თავის სადგომში ყვირილს გააბამდა, მოშორებით მყოფ თეკლე ბატონიშვილის სახლში გვესმოდაო.
* * *
3. საბჭოთა კავშირის მარშალი – გიორგი ჟუკოვი ერთობ აგრესიული, ბუტია და ჩხუბის მოყვარული პიროვნება იყო. სწორედ მისი აგრესიული ხაისათი გახლდათ მიზეზი იმისა, რომ ჟუკოვი თავის დაქვემდებარებაში მყოფ ოფიცრებზე ხშირად წევდა ხელს.
* * *
4. „ნობელის პრემიის” ფუძემდებელი შვედი ნოვატორის, დინამიტის გამომგონებლისა და საკაცობრიო ისტორიაში ყველაზე მდიდარი ქიმიკოსის – ალფრედ ნობელის ძმა – ემილი, მისივე ძმის მიერ დინამიტზე ჩატარებული ექსპერიმენტის დროს მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
* * *
5. სახელოვანი ინგლისელი მოაზროვნე და განმანათლებელი – ჯონ ლოკი (1632-1704 წლები), აშშ-ის ერთ-ერთი შტატის, კერძოდ – ჩრდილოეთ კაროლინის შტატის კონსტიტუციის ავტორი გახლდათ. დაბადების დღესვე მონათლულმა ჯონიმ ჩრდილოეთ კაროლინის კონსტიტუცია 1669 წელს დაწერა.
* * *
6. გამოჩენილ ამერიკელ კომპოზიტორსა და პიანისტს – ჯორჯ გერშვინს (1898-1937 წლები) თავდავიწყებით უყვარდა ჩარლი ჩაპლინის ერთ-ერთი მეუღლე, ულამაზესი მსახიობი ქალი – პოლეტ გოდარი და მას სამჯერ სთხოვა ხელი. თუმცა სამივე შემთხვევაში ქალისაგან უარი მიიღო. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
7. დიდ ინგლისელ ფილოსოფოსს, ისტორიკოსსა და ემპირიზმის ფუძემდებელს – ფრენსის ბეკონს (1561-1626 წლები) პატარაობიდანვე ასთმა სტანჯავდა. მიუხედავად ამისა, პატარა ფრენსისს მამა – ნიკოლას ბეკონი მუდმივად აიძულებდა ცხენით ეჯირითა.
* * *
8. დიდი ძველბერძენი დრამატურგი და „კომედიის მამად” წოდებული – არისტოფანე (ძვ.წ.აღ-ით 446-388 წლები), მის მიერ შექმნილ ნაწარმოებებს ხელს აწერდა როგორც – კალისტრატე. კალისტრატე კი, თავის მხრივ, არისტოფანეს უახლოესი მეგობარი იყო.
* * *
9. ქართლის მეფის – ვახტანგ VI-ეს მიერ დააარსებული პირველი სტამბა საქართველოში, ჩვენი სამშობლოს დაუძინებელმა მტერმა – აღა-მაჰმად-ხანმა გადასწვა.
* * *
10. როგორც ცნობილია, გამოჩენილი რუსი მწერალი და საზოგადო მოღვაწე – სერგეი აქსაკოვი (1791-1859 წლები) საკმაოდ დიდ წვერს ატარებდა. ერთ დღესაც რუსეთის იმპერატორმა – ნიკოლოზ I-მა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც ყველა რუს დიდგვაროვანი ვალდებული ხდებოდა წვერი გაეპარსა. აქსაკოვმა წვერის გაპარსვაზე სასტიკი უარი განაცხადა და საკუთარ მამულში – აბრამცევოში გამოიკეტა. ასეთი ქმედებით მან ფაქტობრივად, საკუთარი თავი თავადვე აიყვანა შინაპატიმრობაში. – (ავტორი გენია.ჯი)