მარტინ ლუთერ კინგი – “ეპიზოდი”

“დარწმუნებული ვარ,რომ ამქვეყანად უკანასკნელი სიტყვა შეუიარაღებელ სიმართლესა და უანგარო სიყვარულს დარჩება.სწორედ ამიტომ,დროებით დამარცხებული სიკეთე ბევრად უფრო ძლიერია,ვიდრე დღეისათვის ტრიუმფატორად ქცეული ბოროტებაო”, – წერდა ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი აფროამერიკელი ბაპტისტი მქადაგებელი,ორატორი და რასიზმის არაძალისმიერი წინააღმდეგობის ლიდერი - მარტინ ლუთერ კინგი (1929-1968 წლები),რომელიც თამბაქოს რეგულარული მომხმარებელი იყო.თუმცა უნდა შევნიშნოთ,რომ ამ მავნე ჩვევას ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი საგულდაგულოდ უმალავდა არა მხოლოდ საზოგადოებასა და საეკლესიო მოღვაწეებს,არამედ საკუთარ შვილების წინაშეც კი.როგორც თავად აღნიშნავდა,ერთადერთი მიზეზი,რის გამოც იგი თავისი შვილების წინაშე არ ეწეოდა თამბაქოს,გახლდათ ის,რომ ლუთერს არ სურდა ბავშვებს ეს მავნე ჩვევა მამისაგან სამაგალითად აეღოთ და თავადაც დაეწყოთ მისი მოხმარება. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>