ვინ შეირთო ცოლად ადამ მიცჩკევიჩმა?
პარიზში მყოფმა რომანტიზმის ეპოქის ერთ-ერთმა უდიდესმა პოლონელმა პოეტმა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიურმა მოღვაწემ – ადამ მიცკევიჩმა (1798-1855 წლები) პოლონეთში მეგობარს,პროფესიით ექიმს – სტანისლავ მორავსკის ცელინა შიმანოვსკაიასთვის გადასაცემი წერილი გაუგზავნა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ წერილში პოეტი გოგონას ცოლობას სთხოვდა.იმ პერიოდში ცელინა ვარშავაში,ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა და კავალერიც ჰყავდა,თუმცა მცირეოდენი ფიქრის შემდგომ შეთავაზებაზე მომავალ მეუღლეს თანხმობა მაინც განუცხადა. 1834 წლის 22 ივლისს პარიზის გარეუბანში განთავსებულ წმინდა ლუდოვიკო ანტესკის სახელობის ტაძარში მიჩკევიჩისა და შიმანოვსკაიას წყვილმა ჯვარი დაიწერა.გასაკვირი ამაში არაფერი იქნებოდა,რომ არა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება: ქორწინებამდე გარკვეული ხნით ადრე,ცელინას ვირტუოზი პიანისტი დედა – მარია შიმანოვსკაია,რომელსაც მიცკევიჩმა – “ხმების დედოფალი” უწოდა,ადამის ერთ რიგით საყვარელ ქალს წარმოადგენდა.შესაბამისად,პოლონელმა პოეტმა თავისი აწგარდაცვლილი საყვარლის ქალიშვილი შეირთო ცოლად.
საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ ცელინას 1838 წლის 4 ნოემბერს პირველად დაეტყო ფსიქიკური აშლილობის ნიშნები.მიცკევიჩი მთელი 17 წლის განმავლობაში პატრონობდა ფსიქიკურად გაუწონასწორებელ,ღრმად ემოციურ და იმპულსურ მეუღლეს.მიუხედავად ამისა,იგი რამდენჯერმე მაინც იძულებული გახდა ცელინა ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაეყვანა.გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ქალი ყოველ დილით საშინელი და ისტერიული კივილით იღვიძებდა,რაც უდიდეს ფსიქოლოგიურ და მორალურ დარტყმას აყენებდა მეუღლეს.თუმცა-კი აღსასრულისას ცელინამ ადამს საკუთარ საწოლთან უხმო,ხელი ხელში მძლავრად ჩასჭიდა,სიყვარულითა და ცრემლებით აღვსილი თვალები მიაპყრო და სულიც განუტევა.
ადამ მიცკევიჩისა და ცელინა შიმანოვსკაიას წყვილს ექვსი შვილი ჰყავდა,რომელთაგანაც ერთ-ერთი მათგანი – ვლადისლავი,მოგვიანებით,პოლონური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელად ჩამოყალიბდა პარიზში. – (ავტორი გენია.ჯი)
მარია შიმანოვსკაია
ცელინა შიმანოვსკაია შვილებთან ერთად