რა წარწერა დაუტოვა გრიგოლ ორბელიანმა კარებზე პლატონ იოსელიანს?

ჩეჩნეთიდან სამშობლოში დაბრუნებულმა გამოჩენილმა ქართველმა რომანტიკოსმა პოეტმა და სამხედრო მოღვაწემ – გრიგოლ ორბელიანმა (1804-1883 წლები) დუშეთში მაცხოვრებელ თავის ერთ-ერთ უახლოეს მეგობარს,სახელოვან ქართველ რიტორსა და ისტორიკოსს – პლატონ იოსელიანს გამოუარა,თუმცა პლატონი გრიგოლს სახლში არ დაუხვდა.მეგობრის შინ არ ყოფნით გულდაწყვეტილმა პოეტმა პლატონს კარებზე ასეთი სახის წარწერა დაუტოვა:

“გირაკუნე,არ გამიღე კარია,

მწყუროდა და აღარ მასვი ჩაია”.

P.S. როგორც ამბობენ,შინ დაბრუნებულ პლატონს ორბელიანის მიერ მის კარებზე გაკეთებული წარწერისათვის ჩარჩოც კი გაუკეთებია. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება