რატომ უწოდეს ჯორჯ გორდონ ბაირონს “ინგლისელი-თევზი”?

როგორც ცნობილია,სიღარიბეში დაბადებული გენიალური ინგლისელი რომანტიკოსი პოეტი – ჯორჯ გორდონ ბაირონი (1788-1824 წლები) კოჭლი გახლდათ,რის გამოც მას დედა – კლარა მერი ჯეინ კლერმონტი,მოფერებით – “ჩემს კოჭლ ბიჭუნას” ეძახდა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ბაირონის ბიოგრაფები ირწმუნებიან,იმისათვის,რომ მისი ფიზიკური ნაკლი გარშემომყოფებისათვის თვალშისაცემი არ ყოფილიყო,ჯან-ღონით აღსავსე ჯორჯი სპორტის რამდენიმე სახეობით დაკავდა.მათ შორის კრივით,ცხენის ჯირითით,სროლით და ცურვით.თუმცა ყველაზე დიდ წარმატებას სპორტულ ასზპარეზზე ამ უდიდესმა რომანტიკოსმა პოეტმა მაინც ცურვაში მიაღწია,რასაც ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე ფაქტიც მოწმობს: 1809 წელს ბაირონმა ესპანეთისა და პორტუგალიის ტერიტორიებზე არსებული მდინარე ტახოს ერთობ სწრაფი,წყალუხვი და ფართო შესართავი გადასცურა. 1810 წელს ბაირონს 4 კილომეტრი სიგანის მქონე დარდანელის სრუტის გადასაცურად სულ რაღაც ერთი საათი და ათი წუთი დასჭირდა.თუმცა,თუკი გავითვალისწინებთ იმას,რომ მისთვის 9 კილომეტრი მანძილის გადაცურვაც კი არ წარმოადგენდა პრობლემას,დარდანელის სრუტის მის მიერ ცურვით გადალახვაც არ გაგვაკვირვებს.გარდა ამისა,დიდმა ინგლისელმა პოეტმა 1818 წელს ვენეციაში ცურვაში გამართულ ტურნირზე მიიღო მონაწილეობა და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,გაიმარჯვა კიდეც.ამ ულამაზეს ქალაქში გამართულ ტურნირზე ბაირონმა რამდენიმე კილომეტრი გაცურა ისე,რომ 4 საათისა და 20 წუთის მანძილზე წყლიდან საერთოდ არ ამოსულა.სწორედ ამის შემდგომ უწოდეს მას იტალიელებმა – “ინგლისელი-თევზი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>