მიხეილ შოლოხოვი – “ეპიზოდი”

პირველი ნობელიანტი საბჭოთა მწერლისა და საყოველთაოდ გახმაურებული რომანის “წყნარი დონის” ავტორის – მიხეილ შოლოხოვის (1905-1984 წლები) დედა – ანასტასია ჩერნიკოვა,თავის დროზე იძულების წესით მიათხოვეს კაზაკ ატამანს,გვარად კუზნეცოვს. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მალევე ობლობაში გაზრდილმა ქალმა ქმარი მიატოვა და სასიყვარულო რომანი გააბა რიაზანის გუბერნიის მკვიდრ – ალექსანდრე შოლოხოვთან,რომელთან თანაცხოვრებაშიც შეეძინა ვაჟი,სახელად – მიხეილი.შესაბამისად,უკანონოდ შობილი სტალინის ფავორიტი საბჭოთა მწერალი 12 წლამდე დედის ოფიციალური ქმრის – კუზნეცოვის გვარს ატარებდა.შოლოხოვის ანუ ნამდვილი მამის გვარი მან მხოლოდ მას შემდეგ მიიღო,რაც კუზნეცოვმა სული განუტევა.

1925-დან 1932 წლების პერიოდში შოლოხოვმა გამოაქვეყნა თავისი შემოქმედების საუკეთესო ქმნილება,რომანი-ეპოპეა – “წყნარი დონი”.თუმცა უცილობლად უნდა შევნიშნოთ,რომ ამ დიდებული ნაწარმოების გამოქვეყნებისთანავე ახალგაზრდულ ასაკში მყოფი შოლოხოვი ეჭვის საბურველში გაახვიეს.სკეპტიკოსებისთვის წარმოუდგენელი გახლდათ ის გარემოება,რომ მიხეილმა დროის მცირე მონაკვეთში შესძლო ესოდენ დიდი მოცულობის მქონე ნაწარმოების დაწერა.გარდა ამისა,ყურადღებას ამახვილებდნენ მის ახალგაზრდულ ასაკზეც.საყურადღებოა ის გარემოება,რომ აღნიშნულ პოლემიკაში ჩაერთო თავად იოსებ სტალინიც.ბელადის ინიციატივით ჩამოყალიბებული იქნა სპეციალური კომისია,რომელსაც უნდა დაედგინა “წყნარი დონის” ხელნაწერის  ავტორისეული ავთენტურობა.ძალიან შრომატევადი მუშაობის შემდეგ,კომისიამ სტალინსათვის წარსადგენ დასკვნაში ჩაწერა,რომ “წყნარი დონის” ავტორი უტყუარად იყო მიხეილ შოლოხოვი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>