ჰაინრიხ ჰაინე – “ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური გერმანელი პოეტის,პუბლიცისტის,კრიტიკოსისა და დედის მხრიდან კარლ მარქსის შორეული ნათესავის - ჰაინრიხ ჰაინეს (1797-1856 წლები) შემოქმედების დიდი მოტრფიალეები გახლდნენ ისეთი სახელოვანი პიროვნებები,როგორებიც იყვნენ – ალბერტ აინშტაინი,დედოფალი ელისაბედი,პეტრე ჩაიკოვსკი და სხვები. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,ჰაინეს პოეზიით ახალგაზრდულ წლებში მოხიბლული გახლდათ ფაშისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრი – პაულ იოზეფ გებელსიც.თუმცა მხოლოდ ახალგაზრდულ ასაკში… მას შემდეგ,რაც გერმანიის ხელისუფლებაში ჰიტლერი მივიდა,ჰაინეს შემოქმედება მისი ებრაული წარმომავლობისა და პროგრესული ხედვების გამოისობით კატეგორიულად იქნა აკრძალული.აწგარდაცვლილი ჰაინრიხის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით დაიწყო მასიური ბრძოლა: მრავალ გერმანულ ქალაქში დანგრეული და მიწასთან გასწორებული იქნა დიდი პოეტის ძეგლები; მესამე რაიხის მთავარი იდეოლოგის – ალფრედ როზენბერგის მფლობელობაში არსებულ გერმანულ გაზეთში – “სახალხო მიმომხილველი” – ჰაინრიხ ჰაინე – “დეგენერატად” იყო მოხსენიებული; გერმანიაში აიკრძალა არა მხოლოდ ჰაინეს ლექსები,არამედ ამავე ლექსებზე შეთხზული სიმღერები,ხოლო მისი წიგნები საჯაროდ იქნა დამწვარი ფაშისტების მიერ მოწყობილ აუტოდაფეებზე. – (ავტორი გენია.ჯი)