თედორე დოსტოევსკი – “ეპიზოდი”
სანამ გენიალურ რუს მწერალს,მოაზროვნესა და ფილოსოფოსს – თედორე დოსტოევსკის (1821-1881 წლები) ტობოლსკის გავლით ომსკის ციხეში გადაიყვანდნენ,მანამ შორეულ ციმბირში გადასახლებული დეკაბრისტისა და უტოპიური სოციალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის – მიხეილ ფონვიზინის მეუღლემ – ნატალია ფონვიზინამ მას საჩუქრად “სახარება” გადასცა. (ავტორი გენია.ჯი) ომსკის ციხეში გამომწყვდეულ დოსტოევსკის პირველი ორი წლის განმავლობაში ციხის ადმინისტრაცია არც წიგნებს აძლევდა,არც ფანქარს და შესაბამისად,არც წერის საშუალებას.ერთადერთი,რაც მწერალს თან ჰქონდა და გამუდმებით ჰკითხულობდა იმ ორი წლის განმავლობაში,სწორედ რომ ნატალია ფონვიზინას მიერ ნაჩუქარი სახარება იყო. და რადგანაც თედორეს ფანქარი არ ჰქონდა,სახარების გარკვეულ ნაწილებზე შენიშვნებს იგი ფრჩხილების საშუალებით აკეთებდა.ცნობილია,რომ დეკაბრისტის მეუღლის მიერ სახსოვრად გადაცემულ სახარებაში დოსტოევსკიმ ორი წლის განმავლობაში ასეთი სახის 1 700 შენიშვნა გააკეთა.ნიშანდობლივია ისიც,რომ რუსეთის იმპერიის უმაღლესი ხელისუფლებისაგან მოძულებული,განწირული და იგნორირებული გენიალური რუსი მწერალი,ნატალიას მიერ ნაჩუქარ სახარებას მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
ნატალია ფონვიზინა