რა გადახდა თავს ქორწინების პირველ ღამეს ნაპოლეონ ბონაპარტს?

სახელოვანი ფრანგი მხედართმთავრის – ნაპოლეონ I ბონაპარტის (1769-1821 წლები) ქარაფშუტული საქციელებით ცნობილ პირველ მეუღლეს – ჟოზეფინ ბოარნეს (1763-1814 წლები) ანტიკური ხანის ჩინეთში გამოყვანილი – მოპსის ჯიშის ძაღლი,სახელად – “ფორჩუნი” ჰყავდა,რომელზედაც თავის მხრივ,ამ ულამაზეს ქალს მზე და მთვარე ამოსდიოდა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ ჟოზეფინა თავის პირველ მეუღლესთან – ვიკონტ ალექსანდრე ბოარნესთან ერთად დიდგვაროვანი წარმომავლობის გამო დააპატიმრეს.ალექსანდრეს 1794 წლის 23 ივლისს გილიოტინაზე თავი მოჰკვეთეს.ასეთივე ბედი ელოდა ჟოზეფინასაც,თუმცა მას არაფრის შეცვლა არ შეეძლო.საკანში გამომწყვდეულს კატეგორიულად ეკრძალებოდა თავისუფლებაში მყოფი ახლობელი ადამიანებისათვის წერილების გაგზავნა.ხოლო ვინც კი მის ნახვას ციხეში გადაწყვეტდა,საგულდაგულოდ იჩხრიკებოდა ციხის თანამშრომლების მიერ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ციხის ადმინისტრაციამ ბოარნეს შემთხვევაში ერთადერთი გამონაკლისი,რაც დაუშვა,გახლდათ ის,რომ მის მოსანახულებლად პაემანზე მისულებს ჟოზეფინას საყვარელი ძაღლის – ფორჩუნის ციხეში შეყვანის ნება დართო. (ავტორი გენია.ჯი) ადმინისტრაცია ვერც კი წარმოიდგენდა,რომ ტუსაღი ქალი სწორედ აღნიშნული ძაღლის ყელზე გაკეთებელი ყელსაბამის მეშვეობით აგზავნიდა წერილებს თვისუფლებაზე გავლენიან მეგობრებთან,რამაც მის შემდგომ ბედზე დიდი გავლენა იქონია.ამას ხელი შეუწყო საფრანგეთში განხორციელებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა.რამაც საბოლოო ჯამში ბოარნე ციხიდან დაიხსნა.

ზემოაღნიშნულმა ისტორიამ საფრანგეთის მომავალ დედოფალს თავისი ერთგული ოთხფეხა მეგობარი კიდევ უფრო შეაყვარა.ფორჩუნი ბოარნეს საწოლში იძინებდა და პატრონისაგან ძალიან დიდ მზურნველობას იღებდა. (ავტორი გენია.ჯი) 1796 წლის 9 მარტს ნაპოლეონ ბონაპარტმა ქვრივ და ორშვილიან ქალზე – ჟოზეფინ ბოარნეზე იქორწინა. და სწორედ მათი თანაცხოვრების პირველ ღამეს გამოიჩინა კიდევ ერთი “გმირობა” ბოარნეს უერთგულესმა ძაღლმა.ფორჩუნი,რომელიც მიჩვეული იყო მისი ულამაზესი პატრონის საწოლში გამოძინებას,რაღა თქმა უნდა საძინებლიდან სხვა ოთახში გაიყვანეს.ღამით,ახლადშეუღლებული ახალგაზრდა წყვილი ისე “გაერთო”,რომ გვერდით ოთახში მყოფი ძაღლი გააღვიძა.როგორც ჩანს,ფორჩუნმა საძინებლიდან გამომავალი ხმების მიხედვით ივარაუდა,რომ გვერდით ოთახში მყოფ მის პატრონს საფრთხე ემუქრებოდა.გამძვინვარებულმა ცხოველმა შესძლო და ნაპოლეონისა და ჟოზეფინის საძინებელში შეაღწია.შეაღწია და უმალვე საწოლში მყოფ ბონაპარტს ჯერ ფეხზე,ხოლო შემდეგ ხელზე ეცა და საშინლად დაკბინა. (ავტორი გენია.ჯი) ფორჩუნის ქმედებით გაოგნებულმა და ტკივილისაგან გამწარებულმა ნაპოლეონმა ძაღლს წიხლი მოუღერა დასარტყამად,თუმცა მას ბოარნე გადაეფარა და ქმარს შემდეგი ულტიმატუმი წაუყენა – “თუკი ფორჩუნს ჩვენს საწოლში დაძინების უფლებას არ მისცემ,მაშინ შენთან ერთად საწოლში დაწოლაზე მეც უარს ვიტყვიო”.

ასე ჩაუშხამა პირველი საქორწინო ღამე მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მხედართმთავარს მეუღლის ერთგულმა ძაღლმა.ფორჩუნის მიერ ნაკბენი კი,ნაპოლეონს ხელზე სამუდამო დაღად დააჩნდა. – (ავტორი გენია.ჯი)

ფორჩუნი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>