ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟნი წერდა…
“ქართული მიწა ქართველი ხალხისთვის მხოლოდ ნივთიერი ღირებულება არ არის,იგი მთელი წარსულის სიმბოლოს და მთელი მომავლის საყრდენს წარმოადგენს.ვფიქრობ,ოცი საუკუნის განმავლობაში ქართული მიწისთვის დაღვრილი სისხლი რომ შეგვეგროვებინა,დიდხანს გვეყოფოდა მისი უწყლო ველების სარწყავად.ეს მიწა იყო ქართველი ხალხის ყველა იმედისა და ყველა სასოების საყრდენი ეროვნული სახის შესანარჩუნებლად.ქართველი თავის პატარა შემოზღუდულ კუთხეს რომ გასცდეს და სხვაგან წავიდეს,სივრცეში გაფანტვისა და დაქსაქსვის საშიშროება შეექმნება; მისი ბუნებისათვის უცხოა თვისება – გახდეს ფელახი – მონა,მუშა საქონელი თავის მიწაზე,როგორებიც საკმაოდ იყვნენ ყოფილ ეგვიპტელთა შორის.მის რელიგიას არ ახლდა თან ის განსაკუთრებულობა და განკერძოებულობა,რაც სარწმუნოებას ძალად აქცევს,ისეთ უნარად,ერთ მთლიანობად რომ შეკრა ებრაელი ხალხი,თუმცა იგი მთელი დედამიწის ზურგზეა გაბნეული.არც მის კულტურას აქვს ისეთი მსოფლიო მნიშვნელობა,როგორიც ბერძნულს,ფელახთა ხვედრისგან რომ იხსნა ბერძენი ხალხი და ანტიკური ელადა თუ არა,ეროვნული საბერძნეთი მაინც აღადგინა.ნათელია,ქართველისათვის მიწის დაკარგვა არა მარტო ხორციელი,არამედ სულიერი სიკვდილის ტოლფასია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“თანამედროვე კაცობრიობის არაადამიანურ ტანჯვა-წამებაში იბადება მომავალი დროის კაცობრიობა.ხოლო რას მოიტანს იგი ამქვეყნად – ახალ სიმართლესა თუ ახალ ბოროტებას,მშვენიერი იქნება თუ მახინჯი – ამის ამოცნობა ისევე შეუძლებელია,როგორც შეუძლებელია წინასამშობიარო შეტევების წუთებში,აუტანელი ტკივილებისაგან დედის ველური ყვირილის დროს იმის წინასწარ გაგება,როგორი იქნება ჯერ კიდევ დედის მუცელში მყოფი ბავშვი”.
* * *
“მკაცრი ლოგიკა გვიჩვენებს,რომ თუკი თავად ქრისტიანობას შეეძლო,წარმოეშვა ინკვიზიცია და ფანატიზმი,თუკი მან არსებობის ცხრამეტი საუკუნის შემდეგაც ვერ შეძლო,სწორედ ქრისტიანული კაცობრიობა გადაერჩინა სისასტიკითა და მასობრივი მხეცობით აღბეჭდილი,ქრისტიან ხალხს შორის გაჩაღებული არნახული ომისაგან,თუკი აზრისა და საქმის ყველა ჩავლილი რევოლუციის გამოცდილებამ,მთელმა მეცნიერებამ,კაცობრიული გონისა და შემოქმედების მთელმა პროგრესმა ვერაფერი გვიშველა და მაინც მივედით მსოფლიო კლასობრივი ბრძოლის ზღურბლთან – უფრო მეტად საშინელისა,ვიდრე ერთაშორის ომია,მაშინ რაღა შეიძლება ჰქონდეს ჰოროსკოპებს,ვიდრე ადამიანი არ შეიცვლება თავისი არსით?!”
* * *
“მოვლენის შეფასების უფლება მხოლოდ მაშინ გვაქვს,თუ მას თავის შედეგებიანად ვიხილავთ”.
* * *
“ხალხთა შორის სულიერი ურთიერთობის ძალა დამოკიდებული არ არის მათ სიდიდეზე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ჰღირს განა სიცოცხლე ხვეწნა-ვედრებად? ყოველივე გარდავა,გაჰქრება.არ არსებობს დრო და ჟამი.არსებობს მხოლოდ საუკუნოება.რაც გუშინ იყო,დღეს აღარ არის.რაც ხვალ იქნება,ორ დღეს უკან ისიც გაჰქრება”.
* * *
“იოლია,საქართველოს გაკოტრება-გაპარტახება ქართველთა დიდბუნოვნებას გადავაბრალოთ.მაგრამ რომ არა ქართველების ასეთი ნატურა,ჩამოყალიბებული საბრძოლო წარსულის ზეგავლენით,აზიურ მონარქთა საზღვრები,ისედაც XVIII საუკუნის დასასრულს შავ ზღვაზე ბათუმის,ხოლო კასპიის ზღვაზე დერბენდის ჩრდილოეთით ღრმად შეჭრილი,ერთადერთ მებრძოლ და დაუმორჩილებელ ქვეყანას – საქართველოს – რკინის მარწუხებად რომ შემორტყმოდა,მკვიდრ გალავნად მიადგებოდა ზედ კავკასიის ქედს და მის ისლამურ ელემენტს ერთ მრისხანე მთლიანობად შეერწყმოდა.არა მგონია,კავკასიის მთები დაცემულიყო,თუ ზურგიდან არ მიადგებოდნენ საქართველოს გავლით,ხოლო ამ გავლის დროს თუ ქართვლის ტომი თავის ტერიტორიას ნახევარი მოსახლეობის გაწყვეტის ფასად არ დაიცავდა; დიახ,საქართველოს დარაჯის სამსახურის გაწევა შეეძლო სწორედ რომ იმ თვისებათა წყალობით,რის გამოც მას,თითქოს სხვა უბედურებანი არ კმაროდა,ეკონომიკური დამონებისა და ტერიტორიების დაკარგვის საფრთხეც შეექმნა,თანაც მაშინ,როცა გაჩნდა მკრთალი იმედი დასვენებისა და მშვიდობიანი განვითარებისა,თავის – პოლიტიკური თუ არა,იურიდიული თვალსაზრისით მაინც – თავის მიწაზე.
მართალია დიდი ისტორიკოსი,როცა ამბობს: “დარაჯის სამსახური ყველგან უმადურია და იოლად ივიწყებენ”.ამას შეიძლება დავუმატოთ: და ხშირად დანაშაულადაცაა მიჩნეული”. – (ავტორი გენია.ჯი)