ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – “ეპიზოდი”

ფლამანდური წარმოშობის ოჯახში დაბადებული გენიალური გერმანელი კომპოზიტორის,ვირტუოზი პიანისტისა და “ვენის კლასიკური სკოლის” უკანასკნელი წარმომადგენლის – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის (1770-1827 წლები) მამას – იოჰან ვან ბეთჰოვენს,რომელიც თავადაც მუსიკოსი იყო,იმთავითვე დიდი სურვილი ამოძრავებდა საკუთარი ვაჟისაგან “მეორე მოცარტი” გამოეყვანა. (ავტორი გენია.ჯი) ამისათვის კი მას თავი არანაირად არ დაუზოგავს.თუ რა შედეგს მიაღწია იოჰანის მცდელობამ,ეს ყველას კარგად მოგვეხსენება.კეთილშობილი,თუმცა ძალიან ემოციური ბუნების მქონე გენიოსი განსაკუთრებით მაშინ ღიზიანდებოდა,როდესაც ამა თუ იმ კონცერტის მიმდინარეობისას,მთელი გრძნობით კლავიშებიან მუსიკალურ საკრავთან მჯდომს ვინმე ან რაიმე გარემოება დაკვრაში ხელს შეუშლიდა,რასაც ქვემოთ მოყვანილი ერთი პატარა ისტორიაც ადასტურებს: პუბლიკის წინაშე ერთ-ერთი გამოსვლის დროს დარბაზში მჯდომმა რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში საუბარი გააბეს.აღნიშნული ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩენია ბეთჰოვენს.მას უმალვე შეუწყვიტავს დაკვრა და როდესაც უკითხავთ მიზეზი შეჩერებისა,დამსწრეთა გასაგონად,აღელვებულს ხმამაღლა წაროუთქვამს – “მე არ ვაპირებ გავაგრძელო დაკვრა,რადგან დარბაზში ღორები სხედანო”. – (ავტორი გენია.ჯი)

იოჰან ვან ბეთჰოვენი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>