საგან უბუგუნი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,ახალი წლის ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს,რომელსაც ჩვენთან,საქართველოში – “თოვლის ბაბუა” განასახიერებს,მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარივე პერსონაჟები განასახიერებენ. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად,გერმანიში ასეთ სიმბოლოს წარმოადგენს – “ვაინახსტმანი”,საფრანგეთში – “პოლ ნოელი”,აშშ-ი – “სანტა-კლაუსი”,ფინეთში – “იოულუპუკი”,შვედეთში – “იულ ტომტენი”,იაპონიაში – “ოძი-სანი” და ასე შემდეგ.რაც შეეხება ციმბირის ფედერალურ ოლქში შემავალ (რუსეთის ფედერაცია) ბურიატიის რეპუბლიკაში ახალი წლის ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს – “საგან უბუგუნი” განასახიერებს.თავის მხრივ,”თეთრ მოხუცად” წოდებული საგან უბუგუნი,აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაში მაცხოვრებელ მონღოლოიდური ჯგუფის ხალხებში ბუდისტურ რელიგიაზე დაფუძნებული და გავრცელებული ხანგრძლივი სიცოცხლის,ნაყოფიერებისა და კეთილდღეობის კულტთან სიმბოლირდება.საგან უბუგუნის მეწყვილე ქალს (ფიფქიას) კი – “ტუგენ ენიოკინად” მოიხსენიებენ,რაც თარგმანით – “ზამთრის დედას” აღნიშნავს. – (ავტორი გენია.ჯი)