სუნ სიმიაო “კარგი ექიმის” მოვალეობის შესახებ წერდა…
ჩინელი ხალხის მიერ – “მედიცინისა და ფარმაკოლოგიის” მეფედ წოდებული ტანის დინასტიის პერიოდში მოღვაწე გენიალური ჩინელი ექიმი და ტრადიციული ჩინური მედიცინის გავითარებაში უდიდესი წვლილის დამდები – სუნ სიმიაო (581-682 წლები),რომელიც მოგვიანებით ჩინურმა სახალხო ფარმაკოლოგიამ მედიკოსების,ფარმაცევტებისა და სამედიცინო პრეპარატებით მოვაჭრეთა მფრაველ ღვთაებად შერაცხა,ექიმების მოვალეობების შესახებ წერდა:
“კარგმა ექიმმა არასოდეს უნდა გაამახვილოს ყურადღება პაციენტის სტატუსზე,სიმდიდრესა და ასაკზე; გარდა ამისა,მისი საქმე არ არის კონკრეტული პაციენტი მიმზიდველია თუ არ არის მიმზიდველი,მტერია თუ მოყვარე,ჩინელია თუ უცხოელი,განათლებულია თუ გაუნათლებელი.იგი ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია ყველა პაციენტს თანაბრად მიაქციოს ყურადღება და მასზე იზრუნოს ისევე, როგორც თავის უახლოეს ნათესავზე”. – (ავტორი გენია.ჯი)