რატომ უწოდეს ძმებმა გრიმებმა თავიანთ შესანიშნავ ზღაპარს – “ბრემენელი მუსიკოსები?”
დიდი გერმანელი მეზღაპრეების,ლინგვისტებისა და გერმანული ხალხური კულტურის მკვლევარების – ძმები გრიმების – იაკობისა და ვილჰელმის მიერ დაწერილ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და საყვარელ ზღაპარს,რომელიც საყოველთაოდ არის ცნობილი, - “ბრემენელი მუსიკოსები” წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) იმას,რომ ავტორებმა აღნიშნულ ქმნილებას სახელწოდებად “ბრემენელი მუსიკოსები” შეურჩიეს,ერთობ მრავლისმეტყველი გარემოება განაპირობებდა.ზღაპრის მთავარი გმირები (ვირი,ძაღლი,კატა და მამალი),რომლებიც თავიანთ პატრონებს გაუწყრნენ,იმ საოცნებო ქალაქისაკენ მიისწრაფვიან,რომელსაც გერმანული ქალაქი ბრემენი წარმოადგენდა.იმ პერიოდისათვის (XIX საუკუნე) ბრემენი გახლდათ ბრემენის რეგიონის კულტურული ცენტრი.დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად,ადამიანს,რომელიც აღნიშნულ ქალაქს ეწვეოდა,ყველა საუკეთესო ოცნება უსრულდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც არის,რომ ცხოველი-მოსუკოსები ესოდენ თავგამეტებით მიისწრაფვიან ოცნების ქალაქისაკენ,რაც თავის მხრივ გერმანელი ხალხის უკეთესი და ნათელი მომავლისაკენ სწრაფვასთან სიმბოლირდება.ევროპაში მოარული ლეგენდის თანახმად,”კრეიზმერები” წარმოადგენდნენ იმ ქუჩის მუსიკოსებს,რომლებიც ხშირად ჩნდებოდნენ სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებზე.ისინი ძირითადად გამოიყენებდნენ ისეთ მუსიკალურ ინსტრუმენტებს,როგორებიცაა – ვიოლინო,კონტრაბასი,კლარნეტი,ბარაბანი,ციმბალი,გიტარა და საყვირი.ნიშანდობლივია,რომ ყოველი კლასიკური “კრეიზმერების” კაპელა ოთხი მუსიკოსისაგან შედგებოდა,რაც ძმებმა გრიმებმა ცხოველების სახით წარმგვიდგინეს კიდეც მათ შესანიშნავ ზრაპარში.სწორედ ზემოაღნიშნულმა გარემოებებმა გადააწყვეტინა ძმებ გრიმებს თავიანთი ბრწყინვალე ნაწარმოებისათვის “ბრემენელი მუსიკოსები” ეწოდებინათ.თუმცა გაურკვეველი რჩება ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება.ის გარემოება,რომელიც გერმანელ ხალხთან სიმბოლირდება: რატომ არ მისცეს ავტორებმა ზღაპრის გმირებს ბრემენში ანუ მათ სოცნებო ქალაქში ჩაღწევის საშუალება… – (ავტორი გენია.ჯი)
ქალაქ ბრემენის რატუშის წინ განთავსებული - ”ბრემენელი მუსიკოსების” ქანდაკება
ძმები გრიმები