გერტრუდ სტაინი – “ეპიზოდი”
საყოველთაოდ დამკვიდრებული მოსაზრებით,ტერმინის – “დაკარგული თაობის” ავტორად გენიალურ ამერიკელ მწერალს – ერნესტ ჰემინგუეის მიიჩნევენ,რომელმაც აღნიშნული ტერმინი თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში – “აღმოხდების მზე (ფიესტა)” ეპიგრაფის სახით გამოიყენა.თუმცა უნდა შევნიშნოთ,რომ “დაკარგული თაობის” ტერმინის ავტორი სინამდვილეში გახლავთ გამოჩენილი ამერიკელი მწერალი და ლიტერატურის თეორიტიკოსი ქალი - გერტრუდ სტაინი (1874-1946 წლები),რომელმაც თავისი სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ულამაზეს პარიზში გაატარა.სტაინის ერთობ ნაყოფიერი ლიტერატურული შემოქმედების მიუხედავად,მან ლიტერატურულ სამყაროში განსაკუთრებული გავლენა მოიპოვა არა როგორც ლიტერატორმა,არამედ როგორც პარიზის სახელოვნებო წრეებში ყველაზე პოპულარული სალონის დიასახლისმა.იგი მეგობრობდა ისეთ კორიფეებთან,როგორებიც იყვნენ – პიკასო,ანრი მატისი,ჰემინგუეი,ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი და სხვები.სტაინი იმ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების მონაწილე გახლდათ.ის,რომ გერტრუდ სტაინი უდიდესი გავლენით სარგებლობდა ლიტერატორებსა და ხელოვანებში,ერნესტ ჰემინგუეის მიერ სტაინის მისამართით წარმოთქმული შემდეგი სიტყვებიც მოწმობენ: “ის იმდენად ძლიერი და გავლენიანი ფიგურა გახლდათ,რომ მისი რამდენიმე სიტყვაც კი საკმარისი იყო – გაენადგურებინა,ან პირიქით,შეექმნა ნებისმიერი ადამიანის რეპუტაცია”. – (ავტორი გენია.ჯი)