რა ურჩია ჯორჯ ბერნარდ შოუმ იაშა ხეფეცს?
მას შემდეგ,რაც “ვიოლინოს იმპერატორად” წოდებულმა ებრაული წარმომავლობის მქონე ლეგენდარულმა ამერიკელმა მევიოლინემ – იაშა ხეფეცმა (1901-1987 წლები) ერთ-ერთ კონცერტზე თავისი ტრიუმფალური გამოსვლა დაასრულა,კულისებში მიმავალს მოულოდნელად წინ გენიალური ირლანდიელი ნობელიანტი დრამატურგი – ჯორჯ ბერნარდ შოუ გადაუდგა. (ავტორი გენია.ჯი) სერიოზული გამომეტყველების მქონე შოუმ ახალგაზრდა ხეფეცს მოწიწების ნიშნად თავი დაუკრა და შემდეგი სახის რჩევა მისცა:
” – ამ ქვეყნად შეუძლებელია რაიმე სრულყოფილი სახით იყოს წარმოდგენილი.მინდა გაუწყოთ,რომ ვიოლინოზე დაკვრის თქვენი სახელოვნებო ოსტატობა თქვენთვისვე არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი,რადგან მან შეიძლება ღმერთებში თქვენდამი განსაკუთრებული შური აღძრას.ამიტომ გირჩევთ,ყოველ საღამოს,დაძინების წინ,ერთი ყალბი ნოტი მაინც აიღოთ ვიოლინოზე,რომლის წყალობითაც კვლავაც ჩვეულებრივ მოკვდავს დაემსგავსებით.ვფიქრობ,რომ სწორედ ეს გადაგარჩენთ თქვენს მიმართ შურ-აღძრული ღმერთების გამძვინვარებული რისხვისაგან”. – (ავტორი გენია.ჯი)