მოცინარი ბუ
მოცინარი ბუ – წარმოადგენს ბუსნაირთა ოჯახის გადაშენებულ მტაცებელ ფრინველებს,რომელმაც თავისი უჩვეულო სახელწოდება მისივე ხმის ტემბრის გამოისობით მიიღო.მოცინარი ბუების გავრცელების უმთავრესი არეალი წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში განთავსებული კუნძულოვანი ქვეყანა – ახალი ზელანდია გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) უმეტესწილად ბინადრობდნენ სამხრეთ კუნძულზე; მცირეოდენი პოპულაციით გავრცელებული იყვნენ ჩრდილოეთ კუნძულზე განთავსებულ ტყეებშიც. 600 გრამამდე მასის მქონე ამ შესანიშნავი ფრინველების სიგრძე 35-დან 40 სანტიმეტრამდე მერყეობდა.ფრთების გაშლილობის სიგრძე კი 26 სანტიმეტრს უტოლდებოდა.გააჩნდათ ღია ნაცრისფერი შეფერილობა,რომელიც მუქი ყავისფრი ზოლებით იყო გაჯერებული.სახის დისკი – ცენტრში ნაცრისფერი ტონალობის გააჩნდათ,ხოლო პერიფერია კი თითქმის თეთრი.მდედრები მამრებზე გაცილებით დიდი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩეოდნენ.მიუხედავად იმისა,რომ ფრენა ძალუძდათ,უპირატესობას მაინც მიწაზე ბინადრობას ანიჭებდნენ.მშრალი კლდოვანი ადგილების მოყვარული მოცინარი ბუები მცირე ზომის ძუძუმწოვრებზე ნადირობდნენ.ნიშანდობლივია,რომ ისინი ფრენის პროცესში კი არ ნადირობდნენ,არამედ მიწაზე ფეხებით გადაადგილების დროს. (ავტორი გენია.ჯი) სექტემბრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდებში მიწაზე განთავსებულ ბუდეში დებდნენ ორ კვერცხს,რის შემდგომაც მდედრი ბუდეს პატარების გამოჩეკამდე აღარ ტოვებდა.ამ დროს მდედრის გამოკვებას საკუთარ თავზე მამრი იღებდა.კვერცხის დადებიდან 25 დღეში კი “ღლაპები” იჩეკებოდნენ (ასე ეწოდება ბუს შვილებს).
ევროპელების მიერ მოცინარი ბუ პირველად აღმოჩენილი იქნა 1840 წელს, ანუ იმ პერიოდში,როდესაც ახალი ზელანია დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ კოლონიად იქცა. 1880 წლისათვის კუნძულოვან ქვეყანაში არა ხმოლოდ მოცინარი ბუების რაოდენობა იქნა მკვეთრად შემცირებული,არამედ ბუსნაირთა რიგის სხვა სახეობების ფრინველებისაც.ჩვენდა სამწუხაროდ,ახალზელანდიური მოცინარი ბუს უკანასკნელი ეგზემპლარი ბუნებაში 1914 წელს იქნა დაფიქსირებული.მათი განადგურების უმთავრესი მიზეზი,რაღა თქმა უნდა,ისევ და ისევ – ადამიანი გახლდათ.მოცინარ ბუებზე მასიურმა ნადირობამ ეს უჩვეულო ხმის ტემბრის მქონე ფრინველები ერთხელ და სამუდამოდ მოსრა დედამიწაზე – (ავტორი გენია.ჯი)