რა უჩვეულო უნარები გააჩნიათ ყორნებს?

ზოოლოგები ირწმუნებიან,რომ ყორნისებრთა ოჯახის ფრინველებს - ყორნებს,შესაძლებლობა გააჩნიათ არა მხოლოდ კარგად დაიმახსოვრონ ადამიანის სახე,არამედ მისი ამოცნობის შესანიშნავი უნარითაც არიან დაჯილდოვებულნი.(ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული სახის ინფორმაცია მათ მეხსიერებაში ხუთი წლის განმავლობაში იდებს ბინას.გარდა ამისა,ზოოლოგები გვირჩევენ,რომ მათი გაღიზიანებისა და განაწყენებისაგან მაქსიმალურად შევიკავოთ თავი,რადგან ისინი ერთობ შურისმაძიებელი გრძნობით აღჭურვილი ფრინველები არიან.რაშიც თავის მხრივ,ყორნებს მახსოვრობის შესანიშნავი უნარიც უწყობს ხელს.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ადამიანის მიერ გაღიზიანებულ ყორანს ძალუძს თავის ირგვლივ შემოიკრიბოს ყორნების დიდი გუნდი და მასზე მოძალადეს თავს დაესხას, და არა მხოლოდ ერთხელ,არამედ რამდენჯერმედაც კი (როგორც აღმოჩნდა,ჰიჩკოკი არ ტყუოდა,როდესაც მათ შესახებ საშინელებათა ჟანრის ფილმი გადაიღო). – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>