მოხუცი ვიკინგის რჩევა თანამემამულეებს…

“ნისლიან ალბიონზე” ლაშქრობაში არაერთხელ ნამყოფმა მოხუცმა ვიკინგმა შორეული ინგლისის დასალაშქრად მიმავალ ახალგაზრდა და ჯერ კიდევ გამოუცდელ თანამემამულეებს ურჩია:

- თუკი ინგლისელებით დასახლებული სოფლის სანაპიროს მიაღწევთ და მასში მდგომ ეკლესიას დაინახავთ,არ შეჩერდეთ,გზა განაგრძეთ.

- რატომ? – გაიკვირვეს მათ.

- იმიტომ,რომ იმ სოფელში გასაძარცვი აღარაფერი იქნება დარჩენილი. – უპასუხა მოხუცმა და მრავლისმეტყველად გაიღიმა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება