იცით თუ არა, რომ
1. ადოლფ ჰიტლერის პირად მზარეულს 1943 წლიდან ცნობილი დიეტოლოგი და მზარეული ქალი – კონსტანცია მარციანელი წარმოადგენდა, რომლის მამაც წარმომავლობით ბერძენი გახლდათ, ხოლო დედა – ავსტრიელი. იგი ფიურერის გვერდით მისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც ჰიტლერმა თავი მოიკლა, კონსტანცია უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. შესაბამისად, მისი შემდგომი ბედის შესახებ ცნობილი არაფერია. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ჩარლი ჩაპლინი იმდენად მოხიბლული გახლდათ მისტერ პიტკინის როლის განმასახიერებელი დიდი ინგლისელი კომიკოსი მსახიობის – ნორმან უიზდომის ტალანტით, რომ, როდესაც პირადად შეხვდა, მოფერებით - „ჩემი პატარა ჯამბაზი” უწოდა.
* * *
3. გამოჩენილ რუს პოეტსა და პროზაიკოსს – მიხეილ ლერმონტოვს ნათესავები და ახლო მეგობრები – „მიშელს” ეძახდნენ.
* * *
4. გენიალურ ინგლისელ მწერალს – უოლტერ სკოტს პატარაობისას „ბავშვთა ცერემბრალური დამბლა” დაემართა, რის გამოც იგი მარჯვენა ფეხით სამუდამოდ დაკოჭლდა.
* * *
5. აზარტული თამაშების, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოძულე ნობელის პრემიის ფუძემდებელმა შვედმა ქიმიკოსმა – ალფრედ ნობელმა, გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე დაწერა პიესა, სახელწოდებით – „ნემეზიდა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ლევ ტოლსტოის გერმანული წარმომავლობის მქონე გარუსებული უახლოესი მეგობრისა და ლიკიკოსი-პოეტის – ათანასე ფეტის ნათესავების უმრავლესობა ფსიქიატრიული კლინიკის ხშირი პაციენტები გახლდნენ. გარდა ამისა, იგი თავადაც საშინელი დეპრესიით იტანჯებოდა და დასჩემდა ფობია – ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვედრისა.
* * *
7. ინკვიზიციის მიერ კოცონზე დამწვარი სახელოვანი იტალიელი ასტრონომი, ასტროლოგი და ფილოსოფოსი – ჯორდანო ბრუნო, რომელიც გატაცებული გახლდათ მნემონიკით (მეცნიერება გონების განვითარების შესახებ) ფენომენალური მახსოვრობის მქონე პიროვნება იყო. ამბობენ, რომ მას რამდენიმე წიგნი ზეპირად, სიტყვა-სიტყვითაც კი ახსოვდაო.
* * *
8. ცნობილმა რუსმა პოეტმა – თედორე ტუტჩევმა, ყველა ქალს, ვინც კი ოდესმე ჰყვარებია – ლექსი მიუძღვნა.
* * *
9. ადოლფ ჰიტლერის კუმირს პოლიტიკაში – ოტო ფონ ბისმარკი წარმოადგენდა.
* * *
10. ძველი ეპოქების რომაულ თეატრში ჩაძინება მაყურებელს დიდ სირცხვილად ეთვლებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)