ოჰ,რად არ მიეც გამჩენო,
კაცს გონი სიბრძნის მფლობელი
და გული სხვისა ჭირისა
თავისს ჭირსავით მგრძნობელი,
შევიბრალებდით ერთმანეთს,
მაშინ ვით და-ძმა,მშობელი,
არ ექნებოდა აღარვის
ვაება მოსათხრობელი.