წინასწარმეტყველება აპოკალიფსის შესახებ…
“მარადიულ ქალაქად” წოდებულ რომში განთავსებული – სან-პაოლო-ფუორი-ლე-მურა (წმინდა პავლეს ბაზილიკა კედლებს გარეთ),რომელიც დაარსებული იქნა რომის იმპერატორის – კონსტანტინე I დიდის მიერ წმინდა პავლეს დაკრძალვის ადგილას,კათოლიკური ეკლესიის ერთ მეტად მნიშვნელოვან გამოცანასთან არის დაკავშირებული. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ამბობენ,კათოლიკეებისათვის ეგზომ უმნიშვნელოვანესი ეკლესიის ინტერიერის რამდენიმე დეტალით შესაძლებელია სამყაროს აღსასრულის წინასწარ განსზაღვრა.თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე “სან-პაოლო-ფუორი-ლე-მურა”-ს უამრავი განსაცდელი დაატყდა თავს: მიწისძვრა,ხანძარი,მეხის დაცემა,სარკინოზების მიერ გაძარცვა და ასე შემდეგ.თუმცა,საბედნიეროდ,ეკლესიას პირვანდელი სახე მაინც არ დაუკარგავს და იგი კვლავაც მთელი თავისი ბრწყინვალებით აოცებს როგორც მომლოცველებს,ასევე ტურისტებს. (ავტორი გენია.ჯი) ბაზილიკის კედლების ერთ სიმეტრიულ მწკრივზე ფანჯრების დაბლა განთავსებულია ნიშები,რომლებშიც რომის პაპების მრგვალი ფორმის მქონე მოზაიკური პორტრეტებია წარმოდგენილი.თავის მხრივ,მათთან ძალიან საინტერესო ლეგენდა არის დაკავშირებული.კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელების პორტრეტების ბაზილიკის კედლებზე გამოსახვის ტრადიცია სათავსეს V საუკუნიდან იღებს (იმ პაპების გამოსახულებები,რომლებიც ისტორიას არ შემორჩენია,ფილიპო აგრიკოლას “ფანტაზიის” მიხედვით იქნა შექმნილი).საბოლოო ჯამში,ამ უნიკლაური ტაძრის კედლებზე ასახული იქნა რომის კათოლიკური ეკლესიის ყველა პაპი.თუმცა დროთა განმავლობაში წარმოიშვა ერთი სახის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა: ნიშების არასაკმარისი რაოდენობა,რომელთანაც დაკავშირებულია კიდეც სან-პაოლო-ფუორი-ლე-მურას საიდუმლოება.ლეგენდის თანახმად,მას შემდეგ,რაც დღეისათვის არსებული ცარიელ ნიშებს მომდევნო პერიოდების რომის პაპების პორტრეტები სრულად შეავსებენ, – სამყაროს აღსასრული,ანუ – აპოკალიფსი დადგება.
ამ მომენტისათვის ბაზილიკის კედლებზე ექვსი ცარიელი ნიშაა დარჩენილი… თუ რამდენად გამართლდება ის საშინელი წინასწარმეტყველება,რომელიც ამ მშვენიერ ტაძართან არის დაკავშირებული, – დრო გვიჩვენებს. – (ავტორი გენია.ჯი)