ვინ მსახურობდა მენიჩბეებად ძველ რომაულ გალერებზე?
ძველი რომაელების შესახებ გადაღებულ უამრავ ფილმში გვხვდება ეპიზოდები,სადაც რომაული გალერების ტრიუმებში განთავსებული მენიჩბეების ფუნქციებს ჯაჭვებით ერთამენთზე გადაბმული მონები ასრულებენ. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,ფართოდ იქნა დამკვიდრებული მოსაზრება იმის შესახებაც,რომ აღნიშნული საქმით დაკავებული იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ მონები.თუმცა უნდა გაუწყოთ,რომ სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარად იყო: ძველ რომში,ისევე როგორც ძველ საბერძნეთში,გავრცელებული გახლდათ იდეოლოგია,რომელსაც – “სამოქალაქო მილიტარიზმი” ეწოდებოდა.აღნიშნული იდეოლოგიის არსი მდგომარეობდა იმაში,რომ ის ადამიანი,ვინც რომის მოქალაქედ მიიჩნევდა თავს,ვალდებული იყო საკუთარი სამშობლოსათვის (სახელმწიფოსათვის) წარმოებულ ბრძოლებში ნებისმიერი სახით მიეღო მონაწილეობა.თავის მხრივ,მის წინაშე სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას როგორც პოლიტიკური,ასევე სამართლებლივი უფლებების მინიჭებაზე.შესაბამისად,ასეთი პოზიცია გამორიცხავდა სამხედრო მოქმედებებში მონების (მათ შორის მენიჩბეების სახითაც კი) მონაწილეობას.იმ შემთხვევაში,თუ მაინც მოხდებოდა გამონაკლისი და საზღვაო ბრძოლებში მონას მენიჩბის ფუნქციას დააკისრებდნენ,მას ან წინასწარ ანთავისუფლებდნენ მონობისგან,ან ბრძოლის შემდგომ პირდებოდნენ თავისუფლებას. – ავტორი გენია.ჯი)