ფრანც პეტერ შუბერტი – “ეპიზოდი”
ავსტრიის ულამაზეს დედაქალაქ ვენაში დაბადებულმა გენიალურმა ავსტრიელმა კომპოზიტორმა – ფრანც პეტერ შუბერტმა (1797-1828 წლები), რომელმაც პირველმა შემოიტანა რომანტიზმი მუსიკაში, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, მშობლიურ ქალაქში ერთადერთხელ – 1828 წელს გაუწია ორგანიზება საკუთარ კონცერტს. (ავტორი გენია.ჯი) 1000-მდე მუსიკალური ნაწარმოების ავტორის მიერ ვენაში გამართულმა კონცერტმა ვენელი მსმენელის მხრიდან სათანადო ყურადღება ვერ დაიმსახურა, რადგან იმ პერიოდისათვის შუბერტი გენიალური იტალიელი მევიოლინისა და კომპოზიტორის – ნიკოლო პაგანინის ჩრდილში იყო მოქცეული, რომელსაც თავის მხრივ, ვენაში აღმერთებდნენ. ფრანცის მიერ მშობლიურ ქალაქში გამართული კონცერტიდან შემოსული თანხა იმდენად მიზერული იყო, რომ იგი ავსტრიელ კომპოზიტორს როიალის საყიდლადაც კი არ ეყო. მას შემდეგ თანამოქალაქეებზე გულდაწყეტილ ფრანც პეტერ შუბერტს ვენაში კონცერტი აღარასოდეს არ გაუმართავს. – (ავტორი გენია.ჯი)