რა არასასიამოვნო მეთოდით მზადდება “ტუნძიდანი”?
არავისთვის არ იქნება უცხო,თუ ავღნიშნავთ,რომ ძველი ჩინური ტრადიციული მედიცინა იმთავითვე უდიდესი პროგრესით ვითარდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ის,რასაც ჩინელი მედიკოსები სხვადასხვა დაავადებების განსაკურნებლად პრაქტიკაში იყენებდნენ,ევროპაში ათასწლეულების გასვლის შემდგომ იქნა დამკვიდრებული.თუმცა-კი უთუოდ უნდა შევნიშნოთ,რომ დაავადებების სამკურნალო ძველი ჩინური წამლები ძალიან უცნაური და ხშირ შემთხვევაში,რბილად რომ ვთქვათ,არასასიანოვნო საშუალებებითაც მზადდებოდა.ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ძველი ეპოქების ჩინეთში გავრცელებული ტრადიციული კერძი,სახელწოდებით – “ტუნძიდანი”,რომლითაც თანამედროვე პერიოდში ძირითადად ჯეძიანის პროვინციის მკვიდრები იკვებებიან გაზაფხულობით.
“საგაზაფხულო დელიკატესად” წოდებული “ტუნძიდანი”,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,გახლავთ კერძი,რომელიც მზადდება ჯანმრთელი მოზარდი (10 წლამდე) ვაჟის შარდში მოხარშული ქათმის კვერცხებისაგან (მოზარდების შარდის შეგროვების მიზნით ზემოაღნიშნული პროვინციის სკოლებში განთავსებულია სპეციალური ვედროები).ხარშვის პროცესში,რომელიც შესაძლოა მთელი დღის განმავლობაშიც კი გაგრძელდეს,უმატებენ ეგრეთ წოდებულ ბაზალურ შხამს (ფუნქციურად ერთმანეთთან დაკავშირებული ბირთვების ჯგუფი,რომლებიც განთავსებული არიან დიდი ტვინის ჰემისფეროების სიღრმეში),რომელიც თავის მხრივ,უზრუნველყოფს კვერცხის შიგთავსში შარდის შეღწევას.მას შემდეგ,რაც ეს პროცესები დასრულდება,კვერცხს ნაჭუჭს აცლიან,გემოვნების მიხედვით უმატებენ მარილს და შეექცევიან.
ასეთი სახით მოხარშული კვერცხი,ჩვეულებრივ მოხარშულ კვერცხზე ორჯერ ძვირი ღირს,რადგან ჩინელები დარწმუნებული არიან,რომ “ტუნძიდანი” უებარი საშუალებაა მაღალი ტემპერატურის (სიცხის) დასაწევად და სისხლის შედედების საწინააღმდეგოდ.აქვე შევნიშნოთ ისიც,რომ თანამედროვე ეპოქის ჩინური მედიცინა არ ადასტურებს ტუნძიდანის სამკურნალო არც ერთ თვისებას. – (ავტორი გენია.ჯი)