დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
საკვირველია,მაგრამ ფაქტია,რომ მინის დინასტიის მმართველობის ეპოქის ჩინეთში (1368-1644 წლები) ერთობ გავრცელებული მოვლენა გახლდათ გლეხების მიერ საკუთარი მცირეწლოვანი ვაჟების კასტრირება (დასაჭურისება).მრავლად იყო ისეთი შემთხვევებიც,როდესაც ზრდასრული ჩინელი ვაჟები თავადვე იკეთებდნენ კასტრირებას.ამ საშინელი მოვლენის დამკვიდრებასა და გავრცელებას იმ პერიოდის ჩინეთში ერთადერთი გარემოება განაპირობებდა.დაასახელეთ ეს გარემოება. – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: კასტრირების საშინელი მოვლენის ერთადერთი მოტივი გახლდათ ის,რომ მდაბიო სოციალური ფენის მქონე მამაკაცებს საშუალება მისცემოდათ იმპერატორის ან რომელიმე ჩინელი დიდებულის სასახლის კარზე დასაქმებულიყვნენ.ცნობილია,რომ იმ პერიოდებში იმპერატორთა და დიდებულთა კარზე (მანდილოსნების გამოკლებით),როგორც მომსახურე პერსონალს,მხოლოდ მდაბიო წარმომავლობის მქონე კასტრირებულ მამაკაცებს ასაქმებდნენ,რომლებიც თავის მხრივ,შემდგომში ძალიან დიდი გავლენის მქონენი ხდებოდნენ.შესაბამისად,ამ მეთოდის არსი არა მხოლოდ გარანტირებულ სამუშაო ადგილსა და ხელფასში მდგომარეობდა,არამედ ჩინეთის არისტოკრატიულ წრეებში გარევას და ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლებისკენაც სწრაფვასაც გულისხმობდა.ჩინეთის ისტორიაში კი არაერთი შემთხვევა ყოფილა ისეთი,როდესაც საჭურისებს უმაღლესი სახელმწიფო ძალაუფლება აუღიათ ხელში. – (ავტორი გენია.ჯი)