ფრიდრიხ შილერი – “ეპიზოდი”
ერთი პერიოდის განმავლობაში გენიალური გერმანელი პოეტი,დრამატურგი და ფილოსოფოსი – იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ ფონ შილერი (1759-1805 წლები) იმდენად ჩაეფლო ვალებში,რომ იძულებული გახდა გაძლიერებულ შემოქმედებით წვაზე გადასულიყო.იგი ყოველდღიურად,მინიმუმ 14 საათის განმავლობაში იჯდა თავის კაბინეტში მდგომ საწერ მაგიდასთან და თავაუღებლივ მუშაობდა. (ავტორი გენია.ჯი) ასეთმა დატვირთვამ ბავშვობიდანვე სუსტი ჯანმრთელობის მქონე შილერზე კიდევ უფრო უარყოფითი გავლენა იქონია,რასაც ისიც მოწმობს,რომ ლექციებიდან ტუბერკულოზის მძიმე ფორმით დაავადებული პროფესორი ხშირად საკაცითაც კი გაჰყავდათ.შილერის ავადმოყოფობის შესახებ ცნობა მალევე იქნა გერმანიასა და მის საზღვრებს გარეთ გავრცელებული. 1791 წელს კი ხალხში ხმა დაირხა,რომ იოჰანი გარდაიცვალა.აღნიშნულმა ინფორმაციამ შილერის შემოქმედების თაყვანისმცემლებზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა.დანიის სამეფოში,სადაც გერმანელ ლიტერატორს განსაკუთრებით სცემდნენ პატივს,სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამგლოვიარო ცერემონიალები მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად.ამ დროს კი ფრიდრიხი მეუღლესთან ერთად სამკურნალოდ კარლსბადში იმყოფებოდა.ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად,როდესაც შილერს შეუტყვია ინფორმაცია,თუ რაოდენ მასშტაბური სამგლოვიარო ღონისძიებები გაუმართავთ მისი ხსოვნისადმი პატივსაცემად,აღფრთოვანებულს განუცხადებია – “ყველაზე “კარგი წამალი” სწორედ ეს ცნობა გახლდათ ჩემთვისო”. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. უნდა აღინიშნოს,რომ ფრიდრიხ შილერის შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. 1800 წლისათვის მან თავისი შემოქმედებიდან მიღებული ჰონორარების წყალობით არა მხოლოდ ვალები დაფარა,არამედ ეკონომიური მდგომარეობის სტაბილიზაციასაც მიაღწია.