ჯუზეპე არჩიმბოლდო – “მზარეული”
“მზარეული” – წარმოადგენს გენიალური იტალიელი მხატვრის,დეკორატორისა და მანიერიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის - ჯუზეპე არჩიმბოლდოს (1527-1593 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ სურათს. (ავტორი გენია.ჯი) ტილოს სიმაღლე 53 სანტიმეტრი,ხოლო სიგანე 41 სანტიმეტრია.მასზე მუშაობა ავტორმა 1570 წელს დაიწყო და იმავე წელს დაასრულა.მიუხედავად იმისა,რომ არჩიმბოლდოს ცხოვრების ადრეული წლების შესახებ ცნობები ერთობ მწირია,ის მაინც ცნობილია,რომ მან,ისევე როგორც იმ პერიოდის სხვა ცნობილი იტალიელი მხატვრების უმეტესობამ,კარიერა ვიტრაჟების,ფრესკებისა და შპალერების შეკვეთების საფუძველზე დაიწყო.გარკვეული ხნის მანძილზე ჯუზეპე მილანში,კომოსა და მონცაში მოღვაწეობდა.მისმა ორიგინალურმა და დიდებულმა შემოქმედებამ რომის საღვთო იმპერიის იმპერატორის – მაქსიმილიან II-ის ყურადღება და მოწონება დაიმსახურა,რის შედეგადაც 1562 წელს იგი საიმპერატორო კარის ოფიციალურ პორტრეტისტი გახდა.სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო მხატვარმა მაქსიმილიანის უახლოესი გარემოცვის წევრების პორტრეტების სერიებზე მუშაობა,რომლის ერთ-ერთ ნაწილს “იურისტი”-ს და ბიბლიოთეკარი”-ს მსგავსად “მზარეული”-ც წარმოადგენს.პარეიდოლიას (გონების ილუზია) ეფექტით შექმნილ ნატურმორტზე ასახულია გოჭის,კურდღლისა და ქათმის შემწვარი ხორცით დატვირთული ვერცხლის სინი ვერცხლისავე თავსახურით.თუკი სურათს 180 გრადუსით შემოვატრიალებთ,აღმოვაჩენთ,რომ გოჭის,კურდღლისა და ქათმის სილუეტები მზარეულის სახეს ჰქმნიან.ასეთი სახის პარეიდოლიები,ყვავილების,ხილისა და ბოსტნეულის გამოყენებით მრავლად აქვს შექმნილი ავტორს.დღესდღეობით,ჯუჯეზე არჩიმბოლდოს მიერ დახატული ტილო – “მზარეული”,დაცულია შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში განთავსებულ ეროვნულ მუზეუმში. – (ავტორი გენია.ჯი)