ბენიტო მუსოლინი – “ეპიზოდი”
ფაშიზმის ფუძემდებელმა იტალიის დიქტატორმა მმართველმა - ბენიტო ამილკარე ანდრეა მუსოლინიმ (1883-1945 წლები), თავისი პირველი მეუღლის – იდა დალზერის მშობლებს სამჯერ სთხოვა თავიანთი ქალიშვილის ხელი, თუმცა ალკოჰოლური სასმელებისა და დებოშების მოყვარულმა სასიძომ სამივეჯერ უარი მიიღო.მიუხედავად ამისა,თავქარიანი მუსოლინი სატრფოს მეოთხეჯერაც ეწვია სახლში,თუმცა ამჯერად არა თხოვნის,არამედ ულტიმატუმის სახით: მან ჯიბიდან პისტოლეტი ამოიღო და იდას გაოგნებულ და დამფრთხალ მშობლებს შემდეგი სიტყვით მიმართა: ” – ამ პისტოლეტში 4 ტყვია დევს.სამი თქვენთვის და 1 ჩემთვის”… 1914 წელს ბენიტო მუსოლინიმ იდა დალზერთან ოფიციალური ქორწინების აქტი გააფორმა. – (ავტორი გენია.ჯი)
იდა დალზერი