შანდორ ზიოლდი – “ეპიზოდი”
შანდორ ზიოლდი (1913-1951 წლები) – წარმოადგენდა ექიმის სპეციალობის მქონე იმ უნგრელ პოლიტიკოსს,რომელსაც 1950-1951 წლებში უნგრეთის სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ პიროვნებაზე თქვენი ყურადღება იმიტომ გავამახვილე,რომ ის საზარელი დანაშაული,რაც ესოდენ მნივნელოვანი თანამდებობის პირმა ჩაიდინა,ისტორიაში ბევრი ნამდვილად არ მოიძებნება. 1951 წლის 19 აპრილს გამართულ უნგრეთის კომუნისტური პარტიის ყრილობაზე,რომელსაც ზიოლდიც ესწრებოდა,უნგრეთის პირველმა მდივანმა მათიაშ რაკოშიმ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა მწვავედ გაკრიტიკა.ქვეყნის პირველი პირის მიერ მის მიმართ გამოთქმულმა კრიტიკამ და რიგმა ბრალდებებმა არა მხოლოდ შანდორის მომავალზე მოახდინა უკიდურესად უარყოფითი გავლენა,არამედ მისი ოჯახის წევრებზეც კი,რადგან კაცს,რომელსაც როგორც თანამებობრივად,ისე პროფესიული თვალსაზრისით,თავად ევალებოდა პირველ რიგში სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა,თავადვე იქცა სხვათა სიცოცხლის მომსპობად.ყრილობიდან მეორე დღეს (1951 წლის 20 აპრილს) თანამდებობის დაკარგვისა და შემდგომი სიტუაციების გართულებების შიშით სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერ საკუთარი მეუღლე და დედა მოკლა,შემდგომ მისი ორი შვილიც სიცოცხლეს გამოასალმა და საბოლოო ჯამში,თავადაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. – (ავტორი გენია.ჯი)