ნიკოლა ტესლას რამდენიმე უცნაური თვისება
სერბული წარმომავლობის მქონე გენიალურ ამერიკელ ფიზიკოსს,ინჟინერსა და გამომგონებელს – ნიკოლა ტესლას (1856-1943 წლები),ისევე როგორც სხვა მრავალ გენიოსს,ერთობ უცნაური თვისებები ახასიათებდა. (ავტორი გენია.ჯი) მიკრობების მიმართ პანიკური შიშით შეპყრობილი მეცნიერი გამუდმებით იბანდა ხელებს და ყოველ ჯერზე,როდესაც კი სასტუმროში დაბინავდებოდა,ადმინისტრაციისაგან ყოველდღიურად 18 პირსახოცს მოითხოვდა; იმ შემთხვევაში,თუ რესტორანში სადილობისას ტესლას მაგიდაზე ბუზი დაჯდებოდა,ნიკოლა უმალვე წყვეტდა ჭამას,მიმტანს იძახებდა და ხელახლა აძლევდა შეკვეთას; ქუჩაში მიმავალ უცნაური თვისებებით დაჯილდოებულ ტესლას შეეძლო ყველასათვის მოულოდნელად სალტო გაეკეთებინა და შემდგომ ისე განეგრძო გზა,თითქოს არაფერი მოხდარიყოს; ბილიარდის პროფესიანოლურ დონეზე მოთამაშე მეცნიერს საშინლად სძულდა ქალის ყოველგვარი სამკაული. და, რატომღაც განსაკუთრებით მარგალიტის თვლიან საყურეებს ვერ იტანდა დასანახავად; ქაფურის სპირტის სუნის მიმართ ანტიპათიურად განწყობილი ტესლა ყოველთვის ითვლიდა არა მხოლოდ მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს,არამედ იმასაც კი,თუ რამდენ ლუკმას მიირთმევდა სადილობისას.სწორედ ამ უჩვეულო მიზეზით ანიჭებდა იგი უპირატესობას განმარტოებულად ჭამას.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე ნიკოლა ტესლამ მის მიერ შექმნილი უამრავი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი გაანადგურა.მიუხედავად ამისა,დღეისათვის ტესლას სახელობის სერბულ მუზეუმში ამ გენიალური პიროვნების 60 000-მდე ხელნაწერი დოკუმენტია დაცული. – (ავტორი გენია.ჯი)