იცით თუ არა,რომ
1. ძველი რომაელები ფილოსოფიას “ბერძნების გამოგონებად” მიიჩნევდნენ,რის გამოც მის მიმართ არც თუ ისე კარგი დამოკიდებულება გააჩნდათ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ესპანელების სამსახურში ჩამდგარი საყოველთაოდ ცნობილი პორტუგალიელი მოგზაური და მკვლევარი – ფერნანდო მაგელანი (1480-1521 წლები),რომლის სახელთანაც ასოცირდება პირველი წარმატებული მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ,ცალი ფეხით კოჭლი იყო.
* * *
3. დიდი ინგლისელი რომანტიკოსი პოეტის – ჯონ კიტსის ოჯახის წევრთა უმრავლესობა ტუბერკულიოზს ემსხვერპლა.საბოლოო ჯამში,თავად ჯონიც ტუბერკულოზის მსხვერპლი გახდა.სწორედ ამიტომ მოიხსენიებდნენ ინგლისში ტუბერკულიოზს “კიტსების ოჯახის სენად”.
* * *
4. გენიალურ გერმანელ პოეტს,დრამატურგსა და ისტორიკოსს – ფრიდრიხ შილერს საშინლად სძულდა ობობები,თუმცა აღმერთებდა შროშანის ულამაზეს ყვავილებს.
* * *
5. დიდი დანიელი მეზღაპრე – ჰანს კრისტიან ანდერსენი მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ღრმად იყო დარწმუნებული,რომ მამამისს დანიისა და ნორვეგიის მეფე – კრისტიან VIII წარმოადგენდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. როგორც ცნობილია,კომუნისტური მმართველობის ეპოქაში საბჭოთა კავშირში კატეგორიულად იკრძალებოდა – ღმერთის სახელის ხსენებაც კი.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ყოველი ზღაპრის დასაწყისში მოყვანილი წინადადებიდან – “იყო და არა იყო-რა,ღვთის უკეთესი რა იქნებოდა”,ცენზურამ – “ღვთის უკეთესი რა იქნებოდა” ამოიღო.
* * *
7. საყოველთაოდ ცნობილი შოტლანდიელი მწერალი – უოლტერ სკოტი ერთობ ნაყოფიერი მწერალი გახლდათ.მის კალამს სხვა პროზაულ ქმნილებებზე რომ არაფერი ვთქვათ,არანაკლებ 30 რომანი ეკუთვნის.ამიტომაც წერდა სკოტისადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში ჯორჯ ბაირონი: “რამდენი რომანიცა გაქვს,იმდენ შვილიშვილს გისურვებო”.
* * *
8. გენიალური გერმანელი საოპერო კომპოზიტორი – რიხარდ ვაგნერი მასხრად იგდებდა იტალიურ ოპერას და ზოგადად რომ ვთქვათ,იტალიურ მუსიკას.მას განსაკუთრებულად უარყოფითი დამოკიდებულება გააჩნდა ისეთი სახელოვანი იტალიელი კომპოზიტორის შემოქმედების მიმართ,როგორიც გახლდათ – ჯოაკინო როსინი.
* * *
9. მას შემდეგ,რაც ხანში შესულ დიდ ირლანდიელ მწერალს – ჯონათან სვიფტს კიდევ ერთხელ გადაუკითხავს თავისი ერთ-ერთი ქმნილება – “ზღაპარი კასრზე”,აღფრთოვანებულს წამოუძახია: “რა გენიალური ვყოფილვარ მაშინ!”
* * *
10. რამდენიმე გადმოცემის თანახმად,კლასიკური ათენის სამ უდიდეს ტრაგიკოსთაგან ბოლო ძველბერძენი დრამატურგის – ევრიპიდეს დედა ბაზარში მწვანილითა და ბოსტნეულით ვაჭრობდა. – (ავტორი გენია.ჯი)