მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯოს შესახებ…
XVII საუკუნის ევროპული სახვითი ხელოვნების რეფორმატორად წოდებულ გენიალურ იტალიელ მხატვარს – მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯოს (1573-1610 წლები) რიგი ბიოგრაფებისა მეტად რთული და სასტიკი ბუნების მქონე პიროვნებად ახასიათებდნენ,რასაც მის მიერ განვლილი ცხოვრების პერიპეტიებიც მოწმობენ. (ავტორი გენია.ჯი) 1609 წელს კარავაჯომ მუშაობა დაიწყო ტილოზე,სახელწოდებით – “ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება”.ლიტერატორ – სუზინოს გადმოცემის თანახმად,სახვით ხელოვნებაში რეალიზმის შემომტანი ხელოვანის სურვილი ყოფილა ტილოზე წარმოდგენილ სიუჟეტში ლაზარე რაც შეიძლებოდა რეალური სახით გამოესახა.ამისთვის კი ავტორს ცოცხალი ნატურა არ გამოადგებოდა,რის გამოც მისი მითითებით საფლავიდან ამოღებული იქნა მცირეოდენი ხნით ადრე მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი.მას შემდეგ,რაც კარავაჯოს სახელოსნოში გადასვენებული იქნა იგი,მიქელანჯელომ დაქირავებულ მენატურეებს საფლავიდან მოთხრილი მამაკაცისათვის ტანისამოსის გახდა და მისი შიშველი სახით ხელში აყვანა უბრძანა,რაზეც მათგან კატეგორიული უარი მიიღო.მხატვრის სახელოსნოში არსებული სიტუაციით შეძრწუნებული მენატურეების უარმა კარავაჯო იმდენად განარისხა,რომ მან უმალვე მახვილი იძრო და მუქარის ძალით აიძულა ისინი ის სცენა წარმოედგინათ,რომელიც სურათის დასახატად სჭირდებოდა კარავაჯოს. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი უცნაური და ძალადობრივი მეთოდით შექმნა ავტორმა თავისი-შედევრი ტილო – “ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება”.
მას შემდეგ,რაც კარავაჯოს რომის პაპის ბრძანებით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ერთ-ერთი სუტინიორის განზრახ მკვლელობის გამო,იგი იძულებული გახდა სამშობლოდან გაქცეულიყო და თავი კუნძულოვანი სახელმწიფო – მალტისთვის შეეფარებინა.თუმცა,თავისი ექსცენტრიული და აგრესიული ხასიათით გამორჩეული გენიოსი იქაც მალევე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში,რადგან რამდენიმე მძიმე ჭრილობა მიაყენა დანის გამოყენებით ერთ ადგილობრივ მკვიდრს. გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე მიქელანჯელო შეეცადა თავისი ცოდვების გამოსყიდვასა და რომის კათოლიკურ ეკლესიასთან შერიგებას.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ 1610 წელს მან დახატა თავისი შემოქმედების ყველაზე გამორჩეული შედევრი-ტილო – “დავითი გოლიათის თავით”,რომელიც რომის პაპს გაუგზავნა საჩუქრად.მეტად საყურადღებოა ის გარემოება,რომ სურათზე გამოსახული გოლიათის მოკვეთილი თავი თავად სურათის ავტორის პორტრეტს წარმოადგენდა.სწორედ ასეთი სახით წარმოგვიდგინა თავისი ღრმა სინანული კარავაჯომ მის მიერვე ადრეულ პერიოდებში ჩადენილი საშინელი ქმედებების გამო. - (ავტორი გენია.ჯი)
“დავითი გოლიათის თავით”
“ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება”