იოანე III დუკა ვატაცე – “ეპიზოდი”
ისტორიკოსთა ცნობების თანახმად,მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 1204-1261 წლებში არსებული ნიკეის იმპერიის იმპერატორი – იოანე III დუკა ვატაცე (1192-1254 წლები) გარდა შესანიშნავი სახელმწიფოებრივი აზროვნებისა,ერთობ თავმდაბალი,კეთილი და რბილი ბუნებითაც ყოფილა გამორჩეული. (ავტორი გენია.ჯი) სხვა უამრავი მონარქისაგან განსხვავებით,მან სახელი ღარიბ-ღატაკთა და ჩაგრულთა ინტერესების დაცვით გაითქვა.დადასტურებული ფაქტია,რომ მამისგან განსხვავებით,იოანეს ერთადერთი ვაჟი (ნიკეის იმპერიის შემგომი იმპერატორი) – თეოდორე II ლასკარისი ფუფუნების მოყვარული ყმაწვილი იყო და საკუთარი გარდერობის შესავსებად უამრავ თანხას ხარჯავდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.მას შემდეგ,რაც ეს ფაქტი იოანესათვის გახდა ცნობილი,მან თავისთან უხმო ვაჟს და ერთობ განაწყენებულმა მიუთითა – ”გახსოვდეს,რომ სახელმწიფო სალარო მეფეს კი არა,მის ქვეშევრდომებს ეკუთვნისო”.სწორედ ამიტომაც უყვარდა იოანე ხალხს და სწორედ ამიტომაც მიუძღვნა ხალხმა მას არაერთი შესანიშნავი ლეგენდა. – (ავტორი გენიაჯი)