სტეპან ბანდერა – “ეპიზოდი”
უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი – სტეპან ბანდერა (1909-1959 წლები) ერთობ სუსტი ჯანმრთელობით გამოირჩეული ბავშვი ყოფილა.სწორედ მისი სუსტი ჯანმრთელობა გახლდათ ის უმთავრესი მიზეზი,რის გამოც ბანდერას ორჯერ ერთქვა უარი “პლასტში” გაწევრიანებაზე (უკრაინის ნაციონალური სკაუტური მოძრაობა).თუმცა სტეპანის მესამე ცდა წარმატებული აღმოჩნდა და იგი “პლასტის” წევრი გახდა. (ავტორი გენია.ჯი) ის გზა,რომელსაც ახალგაზრდა ბანდერა დაადგა,უამრავ დაბრკოლებასთან იყო დაკავშირებული.სიტუაციის გართულებისა და მოწინააღმდეგეების ხელში შესაძლო ჩავარდნისათვის (რასაც მისი უცილობელი წამება მოჰყვებოდა) უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის მომავალი ლიდერი საგულდაგულოდ ემზადებოდა: საკუთარ სხეულს ცდიდა ნემსებითა და ჯაჭვებით და ყოველდღიურად რამდენიმე საათს ატარებდა გაყინულ წყალში.
საყურადღებოა ის გარემოება,რომ სტეპან ბანდერას ოჯახის პრაქტიკულად ყველა წევრი მეორე მსოფლიო ომს ემსხვერპლა: უმცროსი ძმა – ბოგდანი 1942 წელს იქნა დახვრეტილი; ძმები – ვასილი და ალექსანდრე გერმანელი ფაშისტების მიერ დაარსებულ “სიკვდილის ფაბრიკად” წოდებულ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში მოკლეს ზედამხედველებმა; სტეპანის მამა – ანდრეი,რომელიც სასულიერო პირი იყო,საბჭოთა ხელისუფლებამ ჯერ დააპატიმრა,შემდეგ საშინლად აწამა და ბოლოს დახვრიტა კიდეც; ბანდერას დები – აქსანა და მარტა-მარია 1941 წელს ციმბირში გადაასახლეს,სადანაც ერთ-ერთი მათგანი უკან ცოცხალი აღარ დაბრუნებულა.
1959 წლის 15 ოქტომბერს სტეპან ბანდერას საკუთარი ბინის სადარბაზოში (მიუნხენში) სუკი-ს აგენტმა ბოგდან სტაშინსკიმ სახეში სპეციალური პისტოლეტ-შპრიციდან ციანიდის კალიუმით შეზავებული მოწამლული ტყვია ესროლა,რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.ვალდფრიდგოფის სასაფლაოზე განთავსებული ბანდერას საფლავი უკრაინიდან სპეციალურად ჩატანილი მიწით იქნა ამოვსებული,ხოლო საფლავის ზემოთ ნაკურთხი წყლის სახით მოსხურებული იქნა შავი ზღვის წყალი. – (ავტორი გენია.ჯი)