რა ტყუილი არ აპატიეს შარლ პეროს?
კლასიციზმის ეპოქის დიდი ფრანგი მეზღაპრე,პოეტი,მოაზროვნე და კრიტიკოსი - შარლ პერო (1628-1703 წლები) გახლდათ ავტორი სპეციალურად ბავშვებისათვის განკუთვნილი და სპეციალურად მათთვის დაწერილი პირველი წიგნისა მსოფლიოში – “დედაჩემი ბატის ზღაპრები ანუ გარდასულ დროთა დამრიგებლური ამბები და ზღაპრები”. (ავტორი გენია.ჯი) შარლ პერომ 1697 წელს დაწერილი აღნიშნული ზღაპრების კრებული,რომელმაც მას შემდგომ მსოფლიოში შესძინა სახელი,თავისი ვაჟის – “პიერ დ’არმანკურის” ფსევდონიმით გამოაქვეყნა (არმანკური გახლდათ ის დასახლება,რომელიც პერომ საკუთარ ვაჟს უსახსოვრა).ასეთ ეშმაკურ ხერხს დიდმა ფრანგმა მეზღაპრემ ერთადერთი მოტივით მიმართა: პეროს სურდა,რომ ახალგაზრდა ასაკში მყოფი პიერისათვის,ანუ საკუთარი ვაჟისათვის გაეთქვა სახელი,რათა მას ადვილად დაემკვიდრებინა სათანადო და საპატიო ადგილი საფრანგეთის სამეფო კარსა და ქვეყნის არისტოკრატიულ წრეებში.
ზღაპრების კრებულმა,რომლის ავტორიც სინამდვილეში შარლი იყო,უდიდესი მოწონება დაიმსახურა მკითხველში.სწორედ აღნიშნული ქმნილების წყალობით დაუახლოვდა პიერი ორლეანელი პრინცესის უახლოეს გარემოცვას,რადგან ზღაპრები სწორედ მას ეძღვნებოდა.თუმცა,რამდენიმე ხანში შარლ პეროს თავს დიდი უბედურება დაატყდა.მამას,რომელმაც საკუთარი ვაჟის ეგზომ დიდი პოპულარობა განაპირობა სამშობლოში, 1697 წლის გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს აუწყეს,რომ მისმა ვაჟმა ქუჩაში მომხდარი ჩხუბის დროს თავისი მეზობელი – გიიომ კოლია იმსხვერპლა ხმლით.მკვლელობის ჩადენა,ვისი მხრიდანაც არ უნდა ყოფილიყო იგი განხორციელებული,როგორც წესი, – სასტიკად ისჯებოდა.პიერი დააკავეს და ციხეში გადაიყვანეს.მაგრამ ორი სრულყოფილი წელიწადიც არ იყო გასული,რაც გავლენიანი მამისა და დიდი ფულის გადახდის წყალობით იგი არა მხოლოდ ციხიდან გაანთავისუფლეს,არამედ ლეინტენანტის წოდებაც მიანიჭეს.საბოლოო ჯამში,შარლ პეროს ვაჟი 1699 წელს გამართულ ერთ-ერთ ბრძოლაში დაიღუპა.მას შემდეგ,რაც ცნობილი გახდა,რომ ”დედაჩემი ბატის ზღაპრები ანუ გარდასულ დროთა დამრიგებლური ამბები და ზღაპრები”-ს ავტორი სინამდვილეში შარლ პერო იყო და არა მისი ვაჟი,იგი ტყუილისათვის უდიდესი კრიტიკის ქარცეცხლში მოაქციეს კოლეგებმა.მას კოლეგების მსგავსად,არც ფრანგმა დიდებულებმა არ აპატიეს გაცურება.შესაბამისად,შარლ პეროს დაეხშო არა მხოლოდ საფრანგეთის სამეფო კარი,არამედ ყველა ფრანგი დიდებულის კარიც.ალბათ ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი იმისაც,რომ დღემდე დაკარგულად მიიჩნევა დიდი ფრანგი მეზღაპრის საფლავი.- (ავტორი გენია.ჯი)