ძველ ბერძენ გენიოსთა ნაკვესები…
“თუ არ გიმტყუნებს მეხსიერება,გულმოდგინება და მოთმინება,თუკი არ დაგღლის ნიადაგ შრომა,სიარული და ძილნაკლულობა, და თუკი ყინვა ვერას დაგაკლებს და ვერც შიმშილი დაგაჩოქებს,მოერიდები გიმნასიონსაც,ღვინოსაც და სხვა სისულელეებს,ამნაირ ყოფას საუკეთესოდ მიიჩნევ,როგორც ჭკვიანს შეჰფერის, – ყველგან მიაღწევ შენ გამარჯვებას: საქმეში,სჯაში,პაექრობაში”. – არისტოფანე – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ვისთვისაც მხოლოდ სიკეთე მსურდა,
მათ უმეტესი მწუხარებით აღმივსეს გული”.- საფო
* * *
“ამბობენ,თურმე არისტოდამოსს
ერთხელ სპარტაში წარმოუთქვამს მართალი სიტყვა:
“ფულია კაცი”.
ღარიბს პატივი და ღირსება არ მიეგება”. – ალკეოსი - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“თუკი წარმოსთქვამ,რასაც ისურვებ,მოისმენ,რასაც არ ისურვებ”. – ალკეოსი
* * *
“არაფრიდან არაფერი წარმოიქმნება”. – ალკეოსი
* * *
“მხოლოდ სიკვდილი მენატრება მარტოდ დარჩენილს”. – საფო
* * *
“კაცთა გაუსაძლის საწუხარს ვინ მოსთვლის!” – სემონიდესი
* * *
“უკვდავთა საქმეებს ვეროდეს განსჯიან მოკვდავად შობილნი”. – ბიონი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“დიდი სიყვარული ტკბილია”. – ნოსისი
* * *
“ფეხს ნუ დამადგავ თავზე,გვერდი აუქციე ბილიკს!” – ლეონიდასის ავტოეპიტაფია