ჰიპონაქსი – “ეპიზოდი”
როგორც მრავალი ისტორიული წყარო ირწმუნება,პაროდიული ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი ძველ ბერძენი პოეტი – ჰიპონაქსი (ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნე) არა მხოლოდ ერთობ სარკაზმული და ვულგარული ხასიათის მქონე ლექსების წერით,არამედ საშინელი ფიზიკური აღნაგობითაც გამორჩეული პიროვნება ყოფილა (მას ახასიათებდნენ,როგორც მსოფლიოში ყველაზე მახინჯ მამაკაცს). (ავტორი გენია.ჯი) ქალაქ კლაძომენეში ცხოვრების პერიოდში ორმა ადგილობრივმა მოქანდაკე ძმამ – ათენისმა და ბუპალისმა ჰიპონაქსის კარიკატურული ქანდაკება შექმნეს.თუმცა-კი ძმებმა მათ მიერ შექმნილ ქანდაკებაზე,თავისი უხეში და სარკაზმით სავსე ლექსების ავტორი იმაზე უფრო მახინჯი ფორმებით გამოსახეს,ვიდრე სინამდვილეში იყო.აღნიშნულმა ფაქტმა ჰიპონაქსის საშინელი განრისხება გამოიწვია.თავის მხრივ,ბერძენმა პოეტმა ათენისსა და ბუპალისს მიუძღვნა სატირული ჟანრის მქონე ლექსები,სადაც ორივე მათგანი საშინლად იყო გამასხარავებული.ერთი ვერსიის თანახმად,ჰიპონაქსის სარკაზმულ და განმაქიქებელ ლექსებს იმდენად უარყოფითი გავლენა მოუხდენია თავმოყვარე ძმებზე,რომ ჯერ ერთს დაუსრულებია სიცოცხლე სუიციდით,ხოლო შემდეგ მეორესაც (თავი ჩამოიხრჩვეს).თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც,რომელიც ირწმუნება,რომ ჰიპონაქსი შეყვარებული იყო ბუპალისის ულამაზეს ქალიშვილზე,რომლის ცოლად შერთვაც სურდა.როდესაც სიმახინჯით განთქმულ პოეტს სასიმამროსგან ქალიშვილის მითხოვებაზე უარი მიუღია,იმდენად ამაზრზენი და ბილწი შინაარსის მქონე ლექსების სერია დაუწერია მასზე,რომ ღირსებაშელახულ ბუპალისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაუსრულებია. – (ავტორი გენია.ჯი)