ლაურა ლაფარგი (მარქსი) – “ეპიზოდი”

ლაურა ლაფარგი (1845-1911 წლები) – წარმოადგენდა “კომუნისტური პარტიის მანიფესტის” ერთ-ერთი თანაავტორისა და საყოველთაოდ ცნობილი გერმანელი საზოგადო მოღვაწის – კარლ მარქსის ქალიშვილს. (ავტორი გენია.ჯი) იგი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ერთობ აქტიურად იყო ჩართული საფრანგეთის სოციალისტურ მოძრაობაში.მის სახელთან ასოცირდება კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის ნაშრომების ფრანგულ ენაზე თარგმანი.გარდა ლაურასი,აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობით იყო ასევე დაკავებული მისი მეუღლე,ცნობილი ფრანგი ეკონომისტი და მარქსიზმის თეორიტიკოსი – პოლ ლაფარგი.ლაფარგების წყვილი ხშირად აღნიშნავდა ახლობლების წრეში,რომ,როგორც კი სიბერის პერიოდს მიაღწევდნენ და პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელების საშუალება აღარ ექნებოდათ, – სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდნენ.ნიშანდობლივია,რომ მათ თავიანთი პირობა მართლაც შეასრულეს: 1911 წლის 25 ნოემბერს სიჭარმაგეში შესულმა კარლ მარქსის ქალიშვილმა ლაურამ და მარქსისვე სიძემ – პოლმა ციანიდის კალიუმის მიღების შედეგად სიცოცხლე სუიციდით დაასრულეს.მათ დაკრძალვას არა მხოლოდ დაესწრო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ფუძემდებელი – ვლადიმერ ლენინი,არამედ სიტყვითაც წარსდგა სამგლოვიარო პროცესიაში მონწილეთა წინაშე.”როდესაც პარტიის სასარგებლოდ მუშაობა აღარ შეგიძლია,უნდა შეგეძლოს სიმართლისათვის თვალებში შეხედვა და ისევე სიკვდილი,როგორც ლაფარგებსო”, – ამ სიტყვებით დაასრულა თავისი გამოსვლა ლენინმა. – (ავტორი გენია.ჯი)

პოლ ლაფარგი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>