რა უცნაურმა შემთხვევამ იმსხვერპლა ჰერაკლიტე ეფესოელი?
როგორც ცნობილია,გარკვეული პერიოდის განმავლობაში გენიალურმა ძველ ბერძენმა ფილოსოფოს-მატერიალისტმა და დიალექტიკის პირველსაწყისი ფორმის ფუძემდებელმა – ჰერაკლიტე ეფესოელმა (ძვ.წ.აღ-ით 544-483 წლები) მთებში ასკეტური ცხოვრების წესით იცხოვრა,სადაც თავის მხრივ,მხოლოდ ბალახებითა და სხვადასხვა სახეობის მცენარეების ფესვებით იკვებებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ველურ პირობებში ცხოვრებამ და ცუდმა კვებამ ფილოსოფოსის ჯანმრთელობა ძალიან შეარყია,რის გამოც იგი იძულებული გახდა სამკურნალოდ მთიდან ბარში დაბრუნებულიყო.რამდენიმე მედიკოსთან შეხვედრისას წყალმანკით დაავადებული ჰერაკლიტე თავისი ავადმყოფობის შესახებ ექიმებს მეტად ფილოსოფიურ შეკითხვას უსვამდა: “როგორ შეიძლება წყალდიდობის გვალვად გადაქცევაო”. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი უცნაური შეკითხვის არსს ისინი რაღა თქმა უნდა ვერ ხვდებოდნენ,რაც ეფესოელს ძალიან აღიზიანებდა.ამიტომ მან გადაწყვიტა თავად ემკურნალა საკუთარი თავისთვის: გაემგზავრა ერთ-ერთ თავლაში,სადაც სრულიად გაშიშვლდა,შიშველ ტანზე ცხენის ნაკელი რაც შეიძლებოდა სქლად წაისვა,ასეთი სახით პაპანაქება მზეს მიეფიცხა და ღრმად დაიძინა.იგი ვარაუდობდა,რომ პათოლოგიური ტენიანობა მისი ორგანიზმიდან წყალს ააორთქლებდა და საბოლოოდ განიკურნებოდა.როდესაც ჰერაკლიტე ძილიდან გამოერკვა და ფეხზე წამოდგომა მოინდომა,სქლად წასმულმა მზეზე გამხმარმა ნაკელმა მას ამის საშუალება არ მისცა.სწორედ ამ დროს მიწაზე გაწოლილი ფილოსოფოსისაკენ გაშმაგებული ძაღლები გაემართნენ და ეფესოელი ადგილზევე დაგლიჯეს.ასე უცნაური შემთხვევის შედეგად გამოეთხოვა წუთისფელს ჰერაკლიტე ეფესოელი. იდგა ძვ.წ.აღ-ით 483 წელი… – (ავტორი გენია.ჯი)