იცით თუ არა,რომ
1. ფინანსურ სკანდალში გახვეული საფრანგეთის რიგით 161-ე პრემიერ-მინისტრი – პიერ ბერეგოვუა ერთადერთი პრემიერი გახლავთ ქვეყნის ისტორიაში,რომელმაც 1993 წლის 1 მაისს პირადი მცველის იარაღით თვითმკვლელობის აქტი ჩაიდინა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. გენიალური გერმანელი მწერლისა და ესეისტის – პაულ თომას მანის უფროსი ქალიშვილი – ერიკა მანი,არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ქალი გახლდათ.
* * *
3. გამოჩენილმა რუსმა მეცნიერმა – ივანე პავლოვმა საკუთარი ლაბორატორიის წინ გენიალური ფრანგი ფილოსოფოსისა და მათემატიკოსის – რენე დეკარტის ბიუსტი დადგა,რადგან სწორედ მას მიიჩნევდა თავისი კვლევებისა და აღმოჩენების სულისჩამდგმელ მოაზროვნედ.
* * *
4. დიდი ინგლისელი მწერლისა და პოეტის – ჯოზეფ რედიარდ კიპლინგის მიერ 1935 წლამდე გამოცემული წიგნების ყდაზე ყოველთვის გამოსახული იყო ინდური წარმატების სიმბოლო – სვასტიკა.
* * *
5. ძველი ბერძნული სასამართლოების შესასვლელებში სამართლიანობის მფარველი მგლისსახოვანი მითიური არსების – ლიკოსის ქანდაკებები იდგა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. X საუკუნის ბიზანტიის იმპერიაში გენიალური ძველ ბერძენი ლირიკოსი ქალის – საფოს მიერ შექმნილი სიმღერები საჯაროდ დაწვეს კოცონზე.
* * *
7. რომში გავრცელებული ციებ-ცხელების შედეგად 37 წლის ასაკში გარდაცვლილი დიდი იტალიელი მხატვარი და არქიტექტორი – რაფაელ სანტი,რომელიც რომაელების ერთ-ერთ უსაყვარლეს ხელოვანს წარმოადგენდა,უკანასკნელ გზაზე “მარადიული ქალაქის” მაცხოვრებელთა უდიდესმა ნაწილმა გააცილა.
* * *
8. ზურგის ტვინის ტუბერკულოზით დაავადებული გენიალური გერმანელი პოეტი – ჰაინრიხ ჰაინე სიცოცხლის უკანასკნელი 8 წელიწადი საწოლზე იყო მიჯაჭვული,რის გამოც ამ საშინელ წლებს ჰაინემ – “ლეიბის სასაფლაო” უწოდა.
* * *
9. დიდი რუსი მწერალი და პოეტი – ნიკოლოზ ნეკრასოვი ნადირობის ფანატიკური მოყვარული გახლდათ.გარდა ამისა,იგი ისევე როგორც მამა და ბაბუა,აზარტული თამშებითაც გახლდათ გატაცებული. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. ანტიკური პერიოდის საბერძნეთში სუფრის მომსახურება ყმაწვილებს ევალებოდათ.თავის მხრივ,ისინი ნადიმის მშვენიერებად მიიჩნეოდნენ.