ჟორჟ ბულანჟე – “ეპიზოდი”

მას შემდეგ,რაც 1891 წელს ცნობილ ფრანგ გენერალს,პოლიტიკურ მოღვაწესა და ბულანჟიზმის რევანშისტულ-ანტირესპუბლიკური მოძრაობის ლიდერს - ჟორჟ ერნესტ ჟან მარი ბულანჟეს (1837-1891 წლები) საყვარელი ქალი – მარგარეტ ბონემენი ტუბერკულოზის შედეგად გარდაეცვალა,მისი ინიციატივით საფლავის ქვაზე ამოტვიფრული იქნა შემდეგი სახის ეპიტაფია: “მალე შევხვდებით”. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად აღნიშნული ეპიტაფიის შინაარსზე ყურადღება არავის გაუმახვილებია.ბონემენის გარდაცვალებიდან სულ რაღაც ორიოდე თვეში (1891 წლის 30 სექტემბერს) სასოწარკვეთილებასა და საშინელ დეპრესიაში მყოფმა ჟორჟ ბულანჟემ მარგარეტის საფლავზე იარაღის გასროლის შედეგად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. და სწორედ მაშინ ჩასწვდნენ ბონემენის საფლავის ქვაზე გაკეთებული ეპიტაფიის არსს.თავის მხრივ,მარგარეტის გვერდით დაკრძალული ჟორჟის საფლავზე მისივე ანდერძის თანახმად გაკეთებული ეპიტაფია კარგად მოწმობს იმ ღრმა ტკივილსა და უსაზღვრო სევდას,რაც მას საყვარელი ადამიანის დაკარგვამ მიაყენა: “ნუთუ მე შევძელი ორთვენახევარის განმავლობაში უშენოდ ცხოვრება?”

P.S. ჟორჟ ბულანჟეს მიმართ ერთობ მტრულად განწყობილმა საფრანგეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა – ჟორჟ კლემანსომ,რომელიც ხელიდან არ უშვებდა შანსს თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის დამცირებისა (თუნდაც ისინი გარდაცვლილები ყოფილიყვნენ),წამოაყენა წინადადება,რომ ბულანჟეს საფლავზე შემდეგი სახის დამამცირებელი ეპიტაფიაც გამოესახათ: “მოკვდა ისევე,როგორც იცოცხლა,უმცროს ლეინტენანტად”.თუმცა მისი წინადადება მიღებული არ იქნა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>