დიმიტრი ყიფიანი წერდა…
“ხომ გაგიგონია,ჩვენში რომ კაცი გადმოვარდნილა საიდანმე და თავისი ენა გადავიწყებია, – გადარჯულებულიაო,იმისას იტყვიან, – და გადარჯულებული მთელს ქვეყანაზედ ისე მიაჩნიათ,არავინ რას დაჰსდევს,ყურს არავინ ათხოვებს და თუ ხმა ამოიღო სადმე,ეს ვიღა ოხერიაო,იტყვიან.ვისაც თავისი ენა არ ახსოვს,იმას აღარც მამა გააჩნია,აღარც დედა,აღარც ნათესაობა და აღარც ტომობა,რომ გულის შემატკივარი ეგულებოდეს სადმე; გამოყრუებულივით,გამორიცხულივით არის ქვეყანაში და თუ ლუკმასა ჰსჭამს,მწარეა ეს ლუკმა,ამიტომ რომ მოწყალებისა არის,ან ჭირისა და ოფლისა.აღარც სად იმისთვის საოჯახო სიხარული,აღარც სად ბინა თავის შესაფარებელი,აღარც სად სიამოვნება მამა-პაპის ანბებზედ ლაპარაკისა.თუ დაღონებულსა და გულჩათუთქვილს შეხვდა ვინმე,საწყალიაო,იტყვიან და მხარს აუქცევენ; იცხოვრებს,როგორც იქნება,იღანღალებს,იღოღავს,ჩაკვდება სადმე უპატრონოთა და სახსენებელი ისე აღარა დარჩება-რა იმისი,როგორც მაისში ჩვენს ქვენატკოცას კაცი ვეღარასა ჰნახავს ყინულზედ დაწერილსა.
რაც ამ ერთ კაცზედ ითქმის,ის მთელ ხალხზე ითქმის”. – (ავტორი გენია.ჯი)