დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ლუვრის უნიკალურ მუზეუმში დაცული ძველ ბერძნული – “ვენერა მილოსელის” მარმარილოსაგან დამზადებული შედევრი-ქანდაკების შესახებ,რომელსაც თავის მხრივ,ფრანგების “ეროვნულ სიმაყედ” მოიხსენიებენ,გავრცელებულია რამდენიმე ვერსია.ერთი ვერსიის თანახმად, ძვ.წ.აღ-ით 130-100 წლებში,სავარაუდოდ,ელინისტური ეპოქის მოქანდაკისა და მხატვრის – ალექსანდროს ანტიოქელის მიერ შექმნილი ქანდაკება (სწორედ მისი სახელი იყო ამოტვიფრული დღეისათვის გაუჩინარებულ იმ პოსტამენტზე,რომელზედაც თავდაპირველად იდგა ვენერა მილოსელი) ასახავდა არა სიყვარულისა და სილამაზის ძველ ბერძნულ ღვთაება – აფროდიტეს (რომაული ვენერას ანალოგი),არამედ კუნძულ მილოსზე განსაკუთრებული თაყვანისცემის ქვეშ მყოფ ზღვის ღვთაებას – “ამფიტრიტეს”.მეორე ვერსია ირწმუნება,რომ ალექსანდროს ანტიოქელმა აღნიშნულ ქანდაკებაში გამარჯვების ღვთაება – “ვიქტორია” წარმოგვიდგინა (ეს ისე,ცნობისთვის).რაც შეეხება შეკითხვას: ცნობილია,რომ ვენერა მილოსელის ქანდაკებას ხელები არ გააჩნია.გარდა ამისა,ქანდაკებას ასევე აკლია რამდენიმე მნიშვნელოვანი ატრიბუტი,რომელიც დიდი ხნის წინ გაუჩინარდა უგზო-უკვლოდ.დაასახელეთ,ხელების გარდა რა ატრიბუტები იქნა დროთა განმავლობაში დაკარგული ვენერა მილოსელის ქანდაკებიდან?! – (ავტორი გენია.ჯი)