ჟან ნიკოლა არტურ რემბო – “ეპიზოდი”
შარლ ბოდლერის შემოქმედების თაყვანისმცემელი დიდი ფრანგი სიმბოლისტი პოეტი – ჟან ნიკოლა არტურ რემბო (1854-1891 წლები) სკოლაში კარგად სწავლობდა,თუმცა ამასთანავე ერთობ ურჩი,ცელქი და მეამბოხე სულითაც გამორჩეული ბავშვი იყო. (ავტორი გენია.ჯი) 16 წლის ასაკში მყოფი მოზარდი,რომელიც მამამ 6 წლის ასაკში მიატოვა,მშობლიური შარლევილიდან პარიზში გაიქცა,სადაც იგი მატარებლის ბილეთში 30 ფრანკის გადაუხდელობის გამო დააკავეს.აღნიშნული ქმედებისათვის არტური მაზასის ციხეში გადაიყვანეს.ერთადერთი ადამიანი,ვინც მისი ბედით ინტერესდებოდა,რემბოს მასწავლებელი – იზამბარი გახლდათ.მან ხანგრძლივი ძებნის შედეგად თავისი მოწაფის ადგილსამყოფელი აღმოაჩინა,ჯარიმა გადაიხადა და იგი ციხიდან დაიხსნა,რის შემდგომაც საყვარელი მოწაფე სახლში დააბრუნა.მიუხედავად ამისა,რამდენიმე დღეში პოეტი სახლიდან კვლავაც გაიქცა.თუმცა ამჯერად არა პარიზში,არამედ ბელგიაში.მის სურვილს წარმოადგენდა საგაზეთო რეპორტიორის პროფესიის დაუფლება.მაგრამ პოეტს აქაც არ გაუმართლა.არტურის დედამ – მარი-კატრინ ვიტალიმ სახლიდან გაქცეული მოზარდი ვაჟიშვილის მოძიების თხოვნით ადგილობრივ პოლიციას მიმართა,რის შემდგომაც იგი ბელგიაში დააკავეს და სახლში დააბრუნეს.ჟან ნიკოლა სახლიდან მესამედაც გაქიცა 1871 წელს და ამჯერად იგი მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა მშობლიურ კერას,როდესაც 20 წლის ასაკს უწია.აქვე გაუწყებთ,რომ ეს სწორედ ის ასაკი გახლდათ,როდესაც არტურ რემბომ საბოლოოდ შეწყვიტა ლექსების წერა და ევროპის მასშტაბით დაიწყო მოგზაურობა. 1891 წლის 10 ნოემბერს მარსელის ჰოსპიტალში მყოფმა ცალფეხა (განგრენის გამო მოჰკვეთეს ფეხი) – ჟან ნიკოლა არტურ რემბომ საკუთარი დის – იზაბელას მკლავებში დალია სული.იმ დროს დიდი ფრანგი პოეტი სულ რაღაც 37 წლის ასაკში იმყოფებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)