რომელ სკანდალში გაეხვა გიიომ აპოლინერი?
როგორც ცნობილია, 1911 წლის 7 სექტემბერს გამოჩენილი ფრანგი პოეტისა და მწერლის – გიიომ აპოლინერის (1880-1918 წლები) და გენიალური ესპანელი მხატვრის – პაბლო რუის ი პიკასოს წინაღმდეგ უზარმაზარი სკანდალი იქნა აგორებული. (ავტორი გენია.ჯი) სკანდალის მიზეზი ლუვრიდან მოპარულ ლეონარდო და ვინჩის უკვდავ ქმნილებას – “ჯოკონდას” უკავშირდებოდა.
სკანდალამდე რამდენიმე ხნით ადრე გიიომმა პირად მდივნად,ვინმე – ონორე ჟოზეფ ჟერი პიერი აიყვანა.გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მან სამსახურში აყვანისათვის მადლობის ნიშნად გიიომს ლუვრიდან ადრეულ წლებში მოპარული უძველესი იბერიული ქანდაკება უსახსოვრა.მოგვიანებით,აპოლინერის მსგავსად,პიერმა გიიომის უახლოეს მეგობარს – პაბლო პიკასოსაც (ის ხშირად სტუმრობდა აპოლინერს სახლში) აჩუქა ძველისძველი მარმარილოს ქალის ბიუსტი.თუმცა ეს ბიუსტი იმ კოლექციიდან იყო,რომელიც 1911 წელს იქნა მოპარული ლუვრიდან “ჯოკონდასთან” ერთად (საიდან აღმოჩნდა იგი პიერის ხელში უცნობია).პიკასო საჩუქარმა პანიკაში ჩააგდო,რადგან ხელოვნების ნიმუშში გენიალური ქმნილება ამოიცნო.მან პიერს ურჩია,რომ დაუყონებლივ დაეტოვებინა საფრანგეთის ტერიტორია.მიუხედავად იმისა,რომ “ჯოკონდას” მოპარვაში აპოლინერის ყოფილ პირად მდივანს არანაირი მონაწილეობა არ ჰქონია მიღებული,მან პიკასოს რჩევა მაინც გაითვალისწინა და საფრანგეთი დატოვა (მას ბრალი მიუძღვოდა მხოლოდ გიიომისათვის ნაჩუქარი ქანდაკების მოპარვაში.სინამდვილეში “ჯოკონდა” – ვინჩენცო პერუჯამ გაიტაცა).რამდენიმე ხანში გიიომ აპოლინერის ბინაში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა,რა დროსაც ლუვრიდან ადრეულ პერიოდში მოპარულ უძველეს იბერიულ ქანდაკებასთან ერთად აღმოჩენილი იქნა გიიომის წერილი,საიდანაც დასტურდებოდა,რომ პოპულარული ფრანგი ლიტერატორი შეგნებულად ინახავდა სახლში მოპარულ ქანდაკებას.გიიომი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააპატიმრეს და სანტეს ციხეში გადაიყვანეს.მისმა დაკავებამ საფრანგეთში ძალიან დიდი პროტესტი გამოიწვია: სასამართლო,რომელიც ოთხი თვის განმავლობაში გრძელდებოდა,საზოგადოების მხრიდან დიდი პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.სხვა მრავალ მოწმეებთან ერთად დაკითხული იქნენ აპოლინერი და პიკასო.პიკასომ აპოლინერის მსგავსად განაცხადა,რომ გიიომს საერთოდ არ იცნობდა და შესაბამისად,არც ის იცოდა,თუ რა შეხება ჰქონდა მას ლუვრიდან დაკარგულ ნივთებთან (მოგვიანებით,პიკასო ინანიებდა მის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ამ ცრუ ჩვენებას,რადგან სინამდვილეში იგი არა მხოლოდ იცნობდა აპოლინერს,არამედ მეგობრობდა კიდეც მასთან).საბოლოო ჯამში საზოგადოების მხრიდან გამოვლენილმა პროტესტმა შედეგს მიაღწია და გიიომ აპოლინერი ციხიდან გაანთავისუფლეს. – (ავტორი გენია.ჯი)